სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ჩემპიონთა თასის პირველ ტურში "უოსპსი" გასვლაზე უელსურ "დრაგონსს" დაუპირისპირდება.
ქართველი გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებით საინტერესო ის გახლავთ, რომ "ბზიკების" რიგებს ქართველი ბურჯი ზურაბ ჟვანია უბრუნდება. 29 წლის პირველხაზელი პანდემიის შემდგომ პირველ შეხვედრას ჩაატარებს. "ზუზუ" ინგლისური კლუბის მარქაფაშია და მას მინდორზე ტომ ვესტის ნაცვლად, სავარაუდოდ მეორე ტაიმში ვიხილავთ.
გარდა ამისა, "ბზიკებს" უბრუნდებიან ინგლისის ნაკრების მორაგბეები ჯო ლონჩბრი, ჯეკ ვილისი და დენ რობსონი, რომლებიც ძირითად შემადგენლობაში არიან.
ჟვანია "უოსპსი" 2018 წლის ზაფხულში "სტად ფრანსედან" გადავიდა და პანდემიის დაწყებამდე "ბზიკების" კვართით ჩატარებულ 34 მატჩში 3 ლელოს გატანა მოახერხა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.