სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

დღეს 2020/2021 წლების ევროთასები აიღებს სტარტს, რომელშიც ტრადიციულად ქართველი მორაგბეები მრავლად ითამაშებენ.
გარდა ამისა, ზედიზედ მესამე სეზონია საქართველოს ნიკა ამაშუკელიც წარმოადგენს. 26 წლის მსაჯი დღეს "ველფორდ როუდზე" იმსაჯებს, სადაც ერთმანეთს შალვა მამუკაშვილის "ლესტერ ტაიგერსი" და ქართველების "ბრივი" დაუპირისპირდებიან. ამ მატჩში ფრანგული კლუბის ძირითად შემადგენლობაში ბადრი ალხაზაშვილი იქნება, ხოლო ირაკლი ცხადაძე და ლუკა ჯაფარიძე შეცვლაზე შევლენ.
აღსანიშნავია, რომ ამაშუკელისთვის "ველფორდ როუდი" ნაცნობი სტადიონია, რადგან მან გასულ სეზონში "ლესტერ ტაიგერსი" -"პოს" მატჩი განსაჯა. სულ ამაშუკელს ჩელენჯ თასის მატჩებზე ექვსჯერ უმსაჯია: 2019/2020 წლების სეზონში 5 მატჩს გაუძღვა, ხოლო 2018/2019 წლების სეზონში "ენისეი" - "ბრისტოლ ბეარსის" დაპირისპირება იმსაჯა.
ამაშუკელმა ამ 6 მატჩში მორაგბეებს 11 ყვითელი და 2 წითელი ბარათი უჩვენა. მან 7 ყვითელი ბარათი მასპინძელი გუნდის მორაგბეებს აუფრიალა, ხოლო სტუმარი გუნდის მოთამაშეები 4 ყვითელი და 2 წითელი ბარათით დასაჯა. სამ შემთხვევაში მასპინძლები გამოვიდნენ გამარჯვებულები, ხოლო სამჯერ - სტუმრები.
ნიკას ასისტენტები დღეს ინგლისელი მსაჯები ენდრიუ ჯექსონი და საიმონ მაკქონელი იქნებიან.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.