სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

შოტლანდიის რაგბის კავშირი კორონავირუსისგან გამოწვეული ფინანსური ზარალის გამო, მთავრობისგან მნიშვნელოვან დახმარებას მიიღებს.
შოტლანდიის ხელისუფლებამ სპორტისთვის 55 მილიონი გირვანქა სტერლინგი გამოყო, რითაც სხვადასხვა სახეობებს დაეხმარება იმ ფინანსური ზარალის აღმოსაფხვრელად, რაც პანდემიიდან გამომდინარე მაყურებლების არ დაშვებით განიცადეს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შოტლანდიის რაგბის კავშირი მთავრობისგან 20 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს, საიდანაც 15 მილიონს გრანტის სახით, ხოლო 5 მილიონს დაბალ პროცენტიანი სესხის სახით მიიღებს.
აღნიშნული დახმარების პაკეტიდან ყველაზე დიდ დახმარებას ფეხბურთი მიიღებს: 20 მილიონ გირვანქა სტერლინგს სესხის, ხოლო 10 მილიონს გრანტის სახით. გარდა ამისა, გრანტის სახით დახმარებას მიიღებენ: კალათბურთი (330 000 გირვანტა სტერლინგი), ნეტბოლი (100 000 გირვანქა სტერლინგი), საავტომობილო სპორტი (400 000 გირვანქა სტერლინგი), დოღი (2 მილიონი გირვანქა სტერლინგი) და ჰოკეი/ყინულის სახეობები (2.2 მილიონი გირვანქა სტერლინგი).
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.