სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

კოვიდ-პანდემიით გამოწვეული სამკვირიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, დიდი 10 მე-5 ტურის ორი გადადებული მატჩით ბრუნდება.
ვირუსით "ბათუმი" განსაკუთრებით "დაიჩაგრა". 2019 წლის საქართველოს ჩემპიონმა სეზონი არცთუ კარგად დაიწყო და სტარტზე ჩატარებული სამი მატჩიდან ორი მცირედი სხვაობით დათმო, ერთი კი მცირედით თავად მოიგო. მერე გუნდში ვირუსი დაფიქსირდა და ზღვისპირელებს 25 ოქტომბრის შემდეგ აღარ უთამაშიათ.
12 დეკემბერს ისინი ჩემპიონატს ფაქტობრივად ახლიდან დაიწყებენ და 14 საათზე ქუთაისში, ადგილობრივ "აიას" შეხვდებიან. მათ ჩემპიონატი სამი მოგებით დაიწყეს, აქედან ორი ბონუსით, მაგრამ მერე თითქმის ერთი თვე უქმობა მოუწიათ. შედეგად, 20 ნოემბერს, ქუთაისურ დერბიში "აია" დებიუტანტ "არესთან" 19:20 დამარცხდა და მხოლოდ ბონუსს დასჯერდა. როგორ დაბრუნდება "აია" მეორე ხანგრძლივი დასვენების შემდეგ, "აია არენაზე" გამოჩნდება.
13 დეკემბერს, "რაგბი პლატოზე" თბილისური დერბი შედგება. "აკადემია" "ლოკომოტივს" 14 საათზე დაუხვდება და სამეულისთვის დიდი ბრძოლა გაჩაღდება.
"მხატვრებმა" სეზონის სტარტზე სამი გამარჯვება მოიპოვეს, მაგრამ ბოლო მატჩში "ლელო-სარასენსთან" 6:27 დამარცხდნენ და პირველი ადგილი დათმეს. ორი მოგების შემდეგ, ზედიზედ ორი შეხვედრა დათმო "ლოკომოტივმა", რომელიც 11 ქულით მესამე-მეოთხე პოზიციაზეა და ორი ქულით ჩამორჩება "აკადემიას".
მომავალი დაპირისპირების შედეგს ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება, მაგრამ როგორ ფორმაში ბრუნდებიან ისინი არავინ იცის. გუნდები თვეზე მეტია მოედანზე არ გასულან – "აკადემიამ" ბოლოს 6, ხოლო "ლოკომოტივმა" 8 ნოემბერს ითამაშა.
rugby.ge
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.