ლუკა ჯაფარიძე ტოპ 14-ის ტურის სიმბოლურში მოხვდა

ლუკა ჯაფარიძე ტოპ 14-ის ტურის სიმბოლურში მოხვდა

© Icon Sport

ცნობილმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემამ "მიდი ოლიმპიკმა" ტოპ 14-ის მეთერთმეტე ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.

აღნიშნული გამოცემის ვერსიით შედგენილ კვირის საუკეთესო თხუთმეტეულში მოხვდა "ბრივის" მარჯვენა ბურჯი ლუკა ჯაფარიძე, რომელიც "აჟენთან" გასვლაზე მოგებული (15:6) შეხვედრის 39-ე წუთზე მინდორზე სოსო ბეკოშვილის ნაცვლად გამოჩნდა და მეორე ნახევარი მაღალ დონეზე ჩაატარა.

ჯაფარიძემ მიმდინარე ტოპ 14-ში შვიდი შეხვედრა ჩაატარა (სულ 240 წუთი), საიდანაც ერთ მატჩში ძირითადში იყო, ხოლო ექვსჯერ შეცვლაზე გამოჩნდა. 

ტოპ 14-ის მეთერთმეტე ტურის სიმბოლური:


კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)