ინგლისის ნაკრების ყოფილ ვარსკვლავს 2003 წელს მსოფლიო თასის მოგება არ ახსოვს

ინგლისის ნაკრების ყოფილ ვარსკვლავს 2003 წელს მსოფლიო თასის მოგება არ ახსოვს

ინგლისის ნაკრების ყოფილმა კვაჭმა სტივ ტომპსონმა, რომელმაც 2003 წელს მსოფლიო თასი მოიგო განაცხადა, რომ დემენციის ადრეული სტადია დაუდგინდა და მსოფლიო თასზე ტრიუმფი საერთოდ არ ახსოვს. 

დემენცია არის სიმპტომთა ჯგუფი, რომელიც აზიანებს მეხსიერებას, ფიქრის უნარს და სოციალურ უნარებს. 

"ვნახე როგორ ვწევთ მსოფლიო თასს და ვხტები მორაგბეების ჯგუფში, მაგრამ ეს საერთოდ არ მახსოვს. მერჩივნა, ნორმალური ცხოვრება მქონოდა. მე ნორმალური ვარ. ზოგი ადამიანი დიდი მიზნებისკენ მიიწევს, მე ეს არასოდეს მსურდა. 

ვიზამდი თუ არა იგივეს? არა. არაფერი არ მახსოვს და მის შესახებ არანაირი გრძნობები არ მაქვს" - განაცხადა ტომპსონმა. 

ტომპსონი შეუერთდა ყოფილ მორაგბეთა შვიდკაციან ჯგუფს, რომელთაც  დემენცია აერთიანებს და მათი ასაკი 45 წელზე ქვემოთ არის. ისინი გეგმავენ სასამართლო დავა წამოიწყონ "მსოფლიო რაგბის", ინგლისის რაგბის კავშირის და უელსის რაგბის კავშირის წინააღმდეგ, იმ მიზეზით, რომ მათ ვერ მოახერხეს დაეცვათ მორაგბეები ტვინის შერყევებისგან გამოწვეული ზიანისგან. 

ტომპსონმა აგრეთვე განაცხადა, რომ აქვს პანიკური შეტევები და მიდრეკილება განწყობის შეცვლისკენ. ის იმაზე ნაკლებად სოციალური გახდა, ვიდრე აქამდე იყო, მეხსიერება ხშირად ღალატობს და ზოგჯერ საკუთარი მეუღლის სახელიც ავიწყდება.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)