საქართველო - ფიჯი: შემოდგომის ერთა თასის ყველაზე სანახაობრივი და უხვქულიანი მატჩი (VIDEO)

საქართველო - ფიჯი: შემოდგომის ერთა თასის ყველაზე სანახაობრივი და უხვქულიანი მატჩი (VIDEO)

კვირას 2020 წლის შემოდგომის ერთა თასის გათამაშება დასრულდა, რომლის ფინალში ინგლისმა დამატებით დროში მესამე შემადგენლობით მყოფი საფრანგეთი 22:19 დაამარცხა.

ნელ-ნელა დაიწყო ტურნირის საინტერესო ფაქტებზე და სტატისტიკურ მონაცემებზე ყურადღების გამახვილება. ამ მხრივ საინტერესოა, რომ შეჯიბრების ყველაზე უხვქულიანი და უხვლელოიანი მატჩი 6 ერის გუნდების მონაწილეობით არ შედგა. 6 ერის ხელმძღვანელობის მიერ მოწვეულმა მეორე დონის გუნდებმა ფიჯიმ და საქართველომ, როგორც გულშემატკივრები წერდნენ, ტურნირის ყველაზე სანახაობრივი მატჩი შემოგვთავაზეს. 

მეშვიდე ადგილისთვის მატჩში ცხრა ლელო და 62 ქულა გავიდა. ამდენი ლელო და ამდენი ქულა, არცერთ სხვა მატჩში არ გასულა. ქართველებმა სამი ლელოს დადება შეძლეს, ხოლო ფიჯელებმა ექვსჯერ შეძლეს ბურთის ლელოში დამიწება და მატჩი "მფრინავი ფიჯელების" გამარჯვებით 38:24 დასრულდა. ამ მხრივ მეორე ადგილზე უელსი - იტალიის მეხუთე ადგილისთვის მატჩია, რომელშიც შვიდი ლელო და 56 ქულა გავიდა. უელსმა ხუთი ლელო გაიტანა, იტალია კი - ორი. მატჩი "დრაკონების" გამარჯვებით 38:18 დასრულდა. 

საქართველო - ფიჯი 24:38

 
უელსი - იტალია 38:18

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)