9 დეკემბერს რაგბის კავშირის გამგეობის სხდომა ჩატარდება, რომელშიც არჩევნების თარიღი დასახელდება

9 დეკემბერს რაგბის კავშირის გამგეობის სხდომა ჩატარდება, რომელშიც არჩევნების თარიღი დასახელდება

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხვალ 9 დეკემბერს საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის სხდომა ჩატარდება, რომელშიც საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თარიღზე იმსჯელებენ და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ბოლო პერიოდში გაიჟღერა ჭორებმა, თითქოს არჩევნები 2021 წლისთვის გადაიწევდა, თუმცა კლუბებმა და საპრეზიდენტო კანდიდატებმა მოითხოვეს, რომ აღნიშნული ყრილობა მიმდინარე წლისთვის ჩატარებულიყო. ეს მოთხოვნა გათვალისწინებული იქნა და გამგეობა არჩევნების ჩატარების თარიღზე ხვალ იმსჯელებს.

საქართველოს რაგბის კავშირის არჩევნები თავდაპირველად 30 იანვრისთვის უნდა ჩატარებულიყო, რომელიც შემდგომ 24 თებერვლისთვის გადაიდო, თუმცა ვერც მაშინ ჩატარდა არჩევნები, რადგან კვორუმი არ შედგა და ყრილობა ჩაიშალა, ხოლო შემდგომ პანდემია დაიწყო და ამის გამო, არჩევნები ამ დრომდე ვერ ჩატარდა. საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის კვლავ სამი კანდიდატი იბრძოლებს: ირაკლი აბუსერიძე, ბაჩო ხურციძე და გოჩა სვანიძე.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)