მსოფლიო რაგბიმ ათწლეულის საუკეთესო მორაგბე დაასახელა

მსოფლიო რაგბიმ ათწლეულის საუკეთესო მორაგბე დაასახელა

"მსოფლიო რაგბიმ" 2020 წლის დაჯილდოებაზე განვლილი ათწლეულის საუკეთესო მორაგბე დაასახელა.

რაგბის მმართველმა ორგანომ გულშემატკივრებს შორის გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიიღეს.

საბოლოო გადაწყვეტილებით, "მსოფლიო რაგბის" 2010-წლიანი დეკადის საუკეთესო მორაგბე ახალი ზელანდიის ნაკრების ლეგენდარული კაპიტანი რიჩი მაკქოუ გახდა, რომლის ანგარიშზე 148 სანაკრებო კეპია და ჩატარებული მატჩების მხრივ შემოდგომის ტესტებამდე რეკორდსმენი გახლდათ, სანამ ალან უინ ჯონსმა არ გადაუსწრო. მაკქოუ მსოფლიო თასის ორგზის გამარჯვებულია. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)