სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

შაბათ-კვირას 2020 წლის უკანასკნელი სანაკრებო მატჩები გაიმართა. შესაბამისად, ზოგიერთ გუნდს სარეიტინგო ქულები მოემატა, ზოგსაც პირიქით - დააკლდა.
2020 წლის სანაკრებო სეზონი კორონავირუსის პანდემიის გამო არასრულფასოვანი გამოდგა. მაგალითად, მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა სამხრეთ აფრიკამ და მსოფლიო თასის მეოთხედფინალისტმა იაპონიამ წელს საერთოდ ვერ ითამაშეს, ისევე როგორც კანადამ, აშშ-მა, სამოამ, ტონგამ და ნამიბიამ. ვერ შედგა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტური, ხოლო ქვედა დივიზიონების მატჩების უმრავლესობა გაუქმდა. მხოლოდ ერთი შეხვედრის ჩატარება მოასწრო ფიჯის ნაკრებმა. ამრიგად, წელს მსოფლიო რეიტინგში ბევრი ცვლილება არ მომხდარა.
ბოლო მატჩების მიხედვით, სარეიტინგო ქულები მოიხვეჭეს ინგლისმა (0.35), ირლანდიამ (0.40), არგენტინამ (0.72) და ფიჯიმ (0.66), ხოლო ქულები მოაკლდათ საფრანგეთს (0.35), შოტლანდიას (0.40), ავსტრალიას (0.72) და საქართველოს (0.66). "ბორჯღალოსნებმა" 2020 წელი 72.18 ქულით მე-12 ადგილზე დაასრულეს.
2020 წლის საბოლოო მსოფლიო რეიტინგი
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.