გიორგი კვესელაძის ლელო ტურნირის საუკეთესოს წოდებისთვის იბრძვის (VIDEO)

გიორგი კვესელაძის ლელო ტურნირის საუკეთესოს წოდებისთვის იბრძვის (VIDEO)

გასულ უქმეებზე შემოდგომის ერთა თასის დასკვნითი მატჩები გაიმართა და ტურნირის გამარჯვებული ინგლისის ნაკრები გახდა. 

ჩემპიონატის დასრულებასთან დაკავშირებით, ტურნირის საუკეთესო ლელოს გამოსავლენად შემოდგომის ერთა თასის ოფიციალურ საიტზე გამოკითხვა ტარდება, რომელშიც მატეო მინოძის, ჯონი მეის და მესულამე კუნავულას ლელოებთან ერთად საქართველოს ნაკრების ცენტრი გიორგი კვესელაძის მიერ ირლანდიის წინააღმდეგ დადებული ლელოც მონაწილეობს.  იგი შემდეგნაირად არის დახასიათებული: 

"საქართველომ საბოლოოდ გახსნა თავისი ლელოების ანგარიში შემოდგომის ერთა თასზე ირლანდიის წინააღმდეგ და ეს გახლდათ ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო ლელო. მასპინძლებმა თამაში კარგად დაიწყეს, ბილი ბარნსმა თავისივე გატანილი ლელო გარდასახა, შემდეგ კი მას ჯარიმაც მიაყოლა, თუმცა ქართველებმა თამაშში დაბრუნება მოახერხეს, ამისთვის კი გიორგი კვესელაძის ძალისხმევას უნდა უმადლოდნენ. ცენტრმა სოსო მათიაშვილის შიგნით შექცეული პასი მოედნის ცენტრში მიიღო, გზად სტოკდეილი დაქნევით მოატყუა და ბარნსი ხელის კვრით ჩამოიცილა, რის შემდეგაც ლელოს დადება ძელებს შორის მოახერხა"

ხმის მიცემა ოთხშაბათს 01:00 საათამდე გაგრძელდება და ნებისმიერ გულშემატკივარს მასში მონაწილეობა აღნიშნულ ​ბმულზე​​​ შეუძლია. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)