სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

სამხრეთ აფრიკის 19 წლამდელთა ნაკრები ნოემბერში საქართველოს ესტუმრება და ტურნეს ფარგლებში ქართველ თანატოლებთან ორ მატჩს გამართავს.
აფრიკელთა მთავარმა მწვრთნელმა ჩინ რუმ საქართველოში წამოსასვლელი 30 კაციანი რაზმი დაასახელა, რომელთა შორის 20 წლამდელთა მსოფლიო თასის მონაწილე 6 მორაგბე ირიცხება. ქართველი და აფრიკელი თანატოლები ერთმანეთს ორჯერ 2 და 5 დეკემბერს დაუპირისპირდებიან. აღნიშნული ტურნე აფრიკელთა 18 და 19 წლამდლთა შეკრებას ჩაანაცვლებს და მწვრთნელთა შტაბი მას მომავალი წლის მსოფლიო თასზე სელექციისთვის გამოიყენებს.
მათ შორის ჯეიდენ ჰენდრიქსე(ჰავბექი), ემილ ვან ჰირდენი(მეორე ხაზი), სელიმპილო გუმედე(მესამე ხაზი), ზველენდაბა მნობო(ცენტრი), სიბუსისო სანგვენი(მესამე ხაზი) და თაბისო მდლესტშე(ბურჯი) ის 6 მორაგბეა, რომლებმაც წლევანდელ 20 წლამდელთა მსოფლიო თასზე მიიღეს მონაწილეობა.
გარდა ამისა, შემადგენლობაში 11 ისეთი მოთამაშეა, რომელმაც სამხრეთ აფრიკის სკოლების გუნდის მაისურით 2018 წელს გამართულ 18 წლამდელთა ტურნირზე უელსის საფრანგეთის და ინგლისის წინააღმდეგ ითამაშა.
"გადავწყვიტეთ რომ 18 და 19 წლამდე შეკრების ნაცვლად ერთი 19 წლამდელთა გუნდი შევადგინოთ, რომელიც საქართველოში გაემგზავრება და მათი ნაკრების წინააღმდეგ ორ მატჩს გამართავს. ეს ჩვენს მოთამაშეებს მისცემს ფანტასტიურ შესაძლებლობას, რომ თავი კარგად წარმოაჩინონ და გვაჩვენონ თუ რა დონეზე არიან.
ეს ტური კარგი პლაცდარმია ახალგაზრდა "სპრინგბოკსის" 2020 წლის პროგრამისთვის.
ყველაზე სასიამოვნო ის არის, რომ აღნიშნული ტურნე მოთამაშეებს მაღალი დონის რაგბში თავის გამოვნელის საშუალებას მისცემს და დავინახავთ რამდენად მზად არიან ამ დონისთვის. მოხარული ვართ რომ გუნდში გვყავს მორაგბეები "ვალკედან" და "ლეოპარდსიდან" რომლებიც შედარებით მცირე რაგბის გაერთიანებებად მიიჩნევა"- განაცხადა ჩინ რუმ.
აფრიკელთა გუნდი 24 ნოემბერს სტელენბოშის აკადემიაში შეიკრიბება და საქართველოში წამოსასვლელად მოემზადება, სრული შემადგენლობა კი ასე გამოიყურება:
ადრიან ალბერტსი (მეორე ხაზი, გოლდენ ლაიონსი), ჯეისონ ალექსანდერი (კვაჭი, ვესტერნ პროვინსი), დიეგო აპოლისი (ცენტრი, ბლუ ბულზი), მორნე ბრენდონი (კვაჭი, გოლდენ ლაიონსი), ტომას ბარსი (ჰავბექი, ვესტერნ პროვინსი), ვერნერ კუტსია (მეორე ხაზი, შარქსი), დევალდ დონალდი (ბურჯი, ბლუ ბულზი), სიფეკალე დუბი (ბურჯი, შარქსი), ვერნერ გუვსი (მეორე ხაზი, ბლუ ბულზი), სელიმპილო გუმედე(მესამე ხაზი, შარქსი), ჯეიდენ ჰენდრიქსე (ჰავბექი, შარქსი), არნო ჯეიკობსი (ბურჯი, შარქსი), სტრავინო ჯეიკობსი (გარემარბი, ბლუ ბულზი), კოენ იასპერი (ფულბეკი, ფრი სტეიტი), რაინარდტ ჯონკერი (ცენტრი, შარქსი), დევიდ კელერმენი (ცენტრი, ბლუ ბულზი), ჯეიჯეი კოტცე (კვაჭი, ვესტერნ პროვინსი), მუზი მანიკე (ცენტრი, გოლდენ ლაიონსი), თაბისო მდლესტშე (ბურჯი, შარქსი), ზველენდაბა მნობო (ცენტრი, ვესტერნ პროვინსი),ჟუან მოსტერტი (მგეზავი, ვესტერნ პროვინსი), ბენელე მტენჯანე (ბურჯი, ოქროს ლაიონსი), ლუნგა ნცუბე (მეორე ხაზი, შარქსი), თაბო ნდიმანდე (მესამე ხაზი, ვალკე), ევან რუსი (მესამე ხაზი, შარქსი), სიბუსისო სანგვენი (მესამე ხაზი, გოლდენ ლაიონსი), კინან ტვიგი (გარემარბი, ლეოპარდსი), ბერნარდ ვან დერ ლინდე (ჰავბექი, ბლუ ბულზი), ემილ ვან ჰირდენი (მეორე ხაზი, შარქსი), ეთან ვენტცელი (მგეზავი, ვალკე)
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.