მიდის თუ არა გელა აფრასიძე მონპელიედან - ფრანგული გამოცემა ჭორს გამოეხმაურა

მიდის თუ არა გელა აფრასიძე მონპელიედან - ფრანგული გამოცემა ჭორს გამოეხმაურა

დღეს ფრანგულ სარაგბო საიტ rugbyrama.fr-ზე საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ნაკრების და "მონპელიეს" 22 წლის მორაგბე გელა აფრასიძეს ფრანგული კლუბი მომავალი სეზონიდან პრო დ2-ში მოასპარეზე "კოლომიეში" ანათხოვრებდა. 

სულ ცოტა ხნის წინ კი იმავე ფრანგულ მედიაში ცნობილი გახდა, რომ ქართველ 9 ნომერს "მონპელიე" აღარ გაანათხოვრებს და შესაბამისად ის მომავალ სეზონს ისევ ტოპ 14-ში გაატარებს. 

აფრასიძეს საქართველოს ნაკრებში 28 კეპი აქვს მოხვეჭილი. "მონპელიეში" კი 2017 წლიდან ასპარეზობს და საერთო ჯამში აღნიშნულ კლუბში 9 შეხვედრა ჩაატარა. მიმდინარე სეზონში მისი კონკურენტები არიან ბენუა პაიოგი და სამხრეთაფრიკელი კობუს რეინახი. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)