სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

როგორც იცით, მიმდინარე კვირაში რაგბი ევროპის პრეზიდიდენტის არჩევნები გაიმართა, რომელსაც 2024 წლამდე ისევ რუმინელი ოქტავიან მორარიუ უხელმძღვანელებს, ხოლო გია ნიჟარაძე კი სამიდან ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი იქნება.
დღეს "ტელეკომპანია იმედის" ეთერში საქართველოს რაგბის კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა რაგბი ევროპის და საქართველოს ნაკრების შესახებ ისაუბრა.
"პირველ რიგში ეს არის ქართული რაგბის აღიარება, ქართული რაგბის თაობების შრომის, ნაღვაწის, წარმატებების დაფასება. ჩემი გადმოსახედიდან, რაც არის გასაკეთებელი ყველაზე სწრაფად, არის სრულიად ახალი ურთიერთობა დასაწყები 6 ერთან და ამაზე დიდი სამუშაო იქნება გასაწევი, პოზიციები უნდა დაახლოვდეს და რაგბი ევროპა უნდა გახდეს სპორტის ამ სახეობაში ერთადერთი და წამყვანი სპორტული ორგანიზაცია ევროპაში.
ყველაზე უნდა ვიზრუნოთ, იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენს თავზე გვაქვს გამოცდილი მწარედ, როდესაც არაფრად არ გაგდებენ და ბობოლა ქვეყნები ხელსაც არ გართმევენ. ჩვენზე ქვედა დონის ქვეყნებს უნდა შევუწყოთ ხელი ძალიან, იმისთვის, რომ ისინი განვითარდნენ და კონკურენცია წავიდეს რაც შეიძლება სერიოზული და რაგბი გახდეს გლობალური.
გუშინ პირადად წერილი გავუგზავნე 6 ერის პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს, სადაც უდიდესი მადლობა გადავუხადე მათ ამ შანსისთვის. უნდა გამოგვეცადა ახალგაზრდა მოთამაშეების ჯგუფი, უნდა გვეცადა თამაშიდან თამაშამდე გაგვეუმჯობესებინა თამაში. მეტწილად ჩვენ ეს შევძელით და პლუს ამას, ის ფასდაუდებელი გამოცდილება არსად არ დაიკარგება. თუნდაც გუშინდელ თამაშში გამოჩნდა, ის ახალგაზრდების ჯგუფი, რომლის გარშემოც საქართველოს ახალი ნაკრები უნდა აშენდეს" - განაცხადა ნიჟარაძემ.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.