უცხოელი ფანები: "სირცხვილი პირველი დონის გუნდებს, საქართველო - ფიჯი ტურნირის საუკეთესო მატჩია"

უცხოელი ფანები: "სირცხვილი პირველი დონის გუნდებს, საქართველო - ფიჯი ტურნირის საუკეთესო მატჩია"

შემოდგომის ერთა თასის დასკვნით მატჩში საქართველოს ნაკრები "მარიფილდზე" მეშვიდე ადგილისთვის ფიჯის დაუპირისპირდა და 24:38 დამარცხდა. გუნდებმა ცხრა ლელოს დადება მოახერხეს, ფიჯელებმა ექვსი ლელო გაიტანეს, ხოლო ქართველებმა სამჯერ შეძლეს ბურთის ლელოში დამიწება. 

შეხვედრის სანახაობრივი მხარეთი ძალიან კმაყოფილნი დარჩნენ უცხოელი, ნეიტრალური გულშემატკივრები. ბევრი მათგანი წერდა, რომ ეს იყო ტურნირის საუკეთესო მატჩი, რაც სამარცხვინოა პირველი დონის გუნდებისთვის. 

გთავაზობთ უცხოელი ფანების რამდენიმე კომენტარს.

Leandro Romero: "ამ ორმა გუნდმა შეარცხვინა პირველი დონის ქვეყნები. ეს იყო ტურნირის საუკეთესო მატჩი."

David McCrae: "პირველი დონის ერები ამ ორმა გუნდმა შეარცხვინა. მთელი ტურნირის განმავლობაში ეს საუკეთესო თამაში იყო."

Shaun Thomson: "მთელ ტურნირზე საუკეთესო თამაში გახლდათ."

Joanna Austin: "საყურებლად შესანიშნავი მატჩი იყო. ყოჩაღ ფიჯის და ყოჩაღ ორივე გუნდს კარგი თამაშისთვის."

Steve Fenton: "ნეიტრალური გულშემატკივრებისთვის ძალიან კარგი თამაში იყო საყურებლად."

Alexander Robert Dean: "შესანიშნავი თამაში იყო."

Janet Saunders: "რაგბის დიდებული თამაში!"

Paul Sheehan: "ვულოცავ ფიჯის, საქართველომ კარგად ითამაშა, რომელიც ყოველთვის იბრძვის. ჯერჯერობით ეს შემოდგომის ერთა თასის საუკეთესო თამაშია."

Rob Nanikvell: "ძალიან სანახაობრივი მატჩი იყო. ფიჯიმ გასაოცარი დაბრუნება შემოგვთავაზა და საქართველომ მაღალი კლასი აჩვენა."

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)