საქართველოს ნაკრების მორაგბეების სტატისტიკა ფიჯის წინააღმდეგ

საქართველოს ნაკრების მორაგბეების სტატისტიკა ფიჯის წინააღმდეგ

შემოდგომის ერთა თასის დასკვნით მატჩში საქართველოს ნაკრები "მარიფილდზე" მეშვიდე ადგილისთვის ფიჯის დაუპირისპირდა და 24:38 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების მხრიდან გამორჩეულები შუამარბი მერაბ შარიქაძე და მესამეხაზელები თორნიკე ჯალაღონია და ბექა საღინაძე იყვნენ.

ჯალაღონიამ 20 ზუსტი ბოჭვა შეასრულა, რაც ორივე გუნდის მხრიდან საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ, ბურთი 12-ჯერ წაიღო და 70 მეტრი მოიგო, ბურთი ერთხელ მოღლიტა, 2 პასი გააკეთა და მბოჭავს 9-ჯერ დაუსხლტა. საღინაძემ ორი გატანილი ლელოს გარდა, 14 ბოჭვა შეასრულა ზუსტად, 12-ჯერ შეუტია და 51 მეტრი გაიარა, ხოლო შარიქაძემ 10 ზუსტი ბოჭვა შეასრულა, 6-ჯერ შეუტია, ბურთი 28 მეტრით წაიღო წინ, ბურთი ერთხელ მოიპოვა, 5 პასი და 1 ოფლოუდი გაახერხა. 

იხილეთ "ბორჯღალოსნების" ინდივიდუალური სტატისტიკა.

ტერმინების განმარტება: MP - ნათამაშები წუთი, T - ლელო, TA - სალელოვე გადაცემა, C - გარდასახვა, P - გატანილი ჯარიმა, DG - არეკნი,  M - გავლილი მეტრები, CA - წაღებული ბურთი, PK (%) - ბურთის მოშორება, MK - დარტყმული მეტრები, BH (%) - ხელით ნათამაშები ბურთი, PM - პასები, O - ოფლოუდები, BTS - მბოჭავზე გასხლტომა , Kon - წინ თამაში, TM -  გაკეთებული ბოჭვები, MT - გაფუჭებული ბოჭვები, TS (%) - წარმატებული ბოჭვები (%), DT (%) - დომინანტი ბოჭვები (%), TW - ღლეტვა, TC - ბურთის დაკარგვა, HE - ხელით თამაშისას შეცდომა, PC - აკიდებული ჯარიმა, OPC - თამაშგარის გამო მიღებული ჯარიმა, SPC - შერკინებაში ჯარიმა, LW - მოგებული დერეფანი, LS - დერეფნის ჩაჭრა, YC - ყვითელი ბარათი, RC - წითელი ბარათი.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)