სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ირლანდიის ნაკრები შემოდგომის ერთა თასის მესამე ადგილისთვის მატჩში შოტლანდიას დაუხვდა და დამაჯერებელი სხვაობით 31:16 აჯობა.
პირველი ტაიმი თანაბარი გამოდგა. შეხვედრის საწყის 25 წუთში მცირე უპირატესობას შოტლანდიას ფლობა და ჯარიმებით 9:3 იგებდა, თუმცა შემდეგ ირლანდიელებმა გადაიბარეს სათამაშო ინიციატივა და ტაიმის ბოლოს ქით ერლსმა მატჩის პირველი ლელო გაიტანა. ტაიმი ირლანდიელთა სასარგებლოდ 11:9 დასრულდა.
მეორე ნახევარში კი ირლანდიამ დიდი უპირატესობა მოიპოვა. ქით ერლსმა დუბლი შეასრულა, იქამდე კი კიან ჰილმა გამოიჩინა თავი. ჯონათან სექსტონმა ორივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა, როს ბირნიმ კი ორი ჯარიმა შეასრულა ზუსტად. სტუმართაგან პრესტიჟის ლელოს დადება დუჰან ვან დერ მერვემ შეძლო.
ამრიგად, ირლანდიამ შემოდგომის ერთა თასი მესამე ადგილზე დაასრულა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.