მერაბ შარიქაძე: "ვფიქრობ უკეთესი გუნდი ვართ იმაზე, ვიდრე ერთი თვის წინ ვიყავით"

მერაბ შარიქაძე: "ვფიქრობ უკეთესი გუნდი ვართ იმაზე, ვიდრე ერთი თვის წინ ვიყავით"

ფიჯისთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ, რომელიც მატჩის შემდეგ ძალიან დამწუხრებული იყო. 

"ძალიან იმედგაცრუებული ვარ, ამ თამაშის მოგება გვინდოდა, მაგრამ ფიჯი ჩვენზე უკეთესო აღმოჩნდა. ამ თამაშში ჩვენი ბოჭვები არ იყო ისეთივე კარგი, როგორიც ეს ირლანდიასთან მატჩში გვქონდა. გაფუჭებული ბოჭვების გამო, არაერთი ლელო გავუშვით. 

ვფიქრობ, რომ ბევრად უკეთესი გუნდი ვართ იმაზე, რაც ერთი თვის წინ ვიყავით, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ განვითარება, ამისთვის კი პრო 14-ში ფრენჩაიზის შექმნაა საჭირო და ვფიქრობ, რომ ქართულ რაგბიში საამისოდ ყველაფერს აკეთებენ.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)