ნემანი ნადოლო: "ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის ნაკრებში დაბრუნება, იმედი მაქვს ეს წარმატებით მოვახერხე"

ნემანი ნადოლო: "ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის ნაკრებში დაბრუნება, იმედი მაქვს ეს წარმატებით მოვახერხე"

შემოდგომის ერთა თასის მეშვიდე ადგილისთვის შეხვედრაში ფიჯიმ საქართველოს ნაკრები 38:24 დაამარცხა.მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა ფიჯელთა ვარსკვლავმა ნემანი ნადოლომ, რომელმაც სამი ლელოს დადება მოახერხა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.

"ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის პერსონალურად ნაკრებში დაბრუნება და როგორც თამაშის დაწყებანდე, ახლაც ცრემლებს ვერ ვიკავებ. 6 კვირაა, რაც შეკრებაზე ვიმყოფებით და მხოლოდ ერთი მატჩის გამართვა მოვახერხეთ, რთული პერიოდი გამოვიარეთ მოედნის მიღმა და მოხარული ვარ, რომ გამარჯვება მოვახერხეთ. 

ბოლო ორი წლის განმავლობაში ნაკრებიდან წასვლა მომიწია, რადგან არ შემეძლო ჩემი ქვეყნისთვის 100%-ით დავხარჯულიყავი. გარდა ამისა, ბევრი მნიშვნელოვანი რამ მოხდა ჩემს კარიერაში, თუმცა მომეცა შესაძლებლობა ისევ წარმომეჩინა ჩემი თავი ფიჯის ნაკრებში და იმედი მაქვს, რომ ეს წარმატებით მოვახერხე. ახლაც დიდი ემოციების ქვეშ ვარ" - განაცხადა ნემანი ნადოლომ.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)