სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ცნობილი სარაგბო გამოცემის Americasrugbynews.com-ის რედაქტორი პოლ ტეიტი, რომელიც ძირითადად არგენტინულ და სამხრეთ ამერიკულ რაგბიზე წერს, სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
ტეიტმა 3 დეკემბერს პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ზაფხულის ტესტებზე არგენტინის ნაკრების სავარაუდო მეტოქეები დაასახელა. მისი ცნობით, "პუმები" 2021 წლის ზაფხულის ტესტებზე უელსს საკუთარ კედლებში ორჯერ მიიღებენ, ხოლო მესამე მატჩში საქართველოს ან ფიჯის უმასპინძლებენ.
საინტერესოა, რომ "ვიკიპედიასაც" 2021 წლის ზაფხულის ტესტების მესამე სათამაშო კვირას, 7 აგვისტოს არგენტინა - საქართველოს მატჩი აქვს ჩანიშნული. თუმცა, "ვიკიპედიას" 24 და 31 ივლისს არგენტინის ნაკრების მეტოქედ შოტლანდიას ჰყავს მონიშნული და ამ მხრივ, ტეიტის ცნობას ეწინააღმდეგება.
ცნობისთვის, საქართველოს და არგენტინის ნაკრებებს ერთმანეთის წინააღმდეგ ხუთჯერ უთამაშიათ: სამჯერ მსოფლიო თასზე და ორჯერ ტესტ-მატჩის ეგიდით არგენტინაში. ხუთივე შემთხვევაში "პუმებმა" იმარჯვეს. უკანასკნელი რკენა კი 2017 წლის ზაფხულის ტესტებზე შედგა - არგენტინელებმა ხუხუიში 45:29 იმარჯვა.
აქვე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ შოტლანდიურმა გაზეთმა Sportsmail-მა დაწერა, რომ შოტლანდიის ნაკრებს ზაფხულში აღმოსავლურ ევროპული ტურნეს მოწყობა სურს და თუ კორონავირუსის გამო დაწესებული სამგზავრო შეზღუდვები დროულად მოიხსნება და "ნარშავებს" ივლისში აღმოსავლეთ ევროპაში სტუმრობა შეეძლებათ, ისინი რუმინეთს და საქართველოს ესტუმრებიან.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.