სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

რამდენიმე წუთის წინ, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა "რაგბი ევროპის" ორდღიანი გენერალური ასამბლეის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები.
როგორც უკვე გაუწყეთ, პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩიეს რუმინელი ოქტავიან მორარიუ, რომელმაც რუს კირილ იაშენკოვს დამაჯერებელი სხვაობით აჯობა.
გარდა ამისა, ამ შეხვედრაზე ოთხი წლით აირჩიეს "რაგბი ევროპის" დირექტორთა საბჭოს წევრები. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, საბჭოში საქართველოს წარმომადგენელი კვლავ რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი გია ნიჟარაძე იქნება, რომელიც "რაგბი ევროპის" ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტადაც აირჩიეს. ნიჟარაძე საქართველოს წარმომადგენელი "რაგბი ევროპაში" 2012 წლიდან გახლავთ.
მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში "რაგბი ევროპის" დირექტორთა საბჭოს წევრები იქნებიან:
კრისტიან დულინი - საფრანგეთი (ვიცე-პრეზიდენტი)
გია ნიჟარაძე - საქართველო (ვიცე-პრეზიდენტი)
რობ უდვინი - ინგლისი (ვიცე-პრეზიდენტი)
ვერონიკა მუეჰლჰოფერი - შვეიცარია
იენს სკარ ნილსენი - დანია
ვეცესლავ ჰოლჟევაცი - ხორვატია
ჯონ ო'დრისკოლი - ირლანდია
სალვატორე ზანდონა - ბელგია
კირილ იაშენკოვი - რუსეთი
კარლოს ამადო და სილვა - პორტუგალია
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.