სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

შაბათ-კვირას შემოდგომის ერთა თასის პლეი-ოფის მატჩები გაიმართება. მეშვიდე ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს "მარიფილდზე" საქართველოს და ფიჯის ნაკრებები შეერკინებიან.
მატჩი დიდ ინტერესს იწვევს. საქართველოს ნაკრებმა შოტლანდიასთან მატჩიდან მოყოლებული აშკარად მოუმატა და ეს ირლანდიასთან შეხვედრაში კარგად გამოჩნდა, ხოლო ფიჯის ნაკრები კორონავირუსის გამო თავის პირველ შეხვედრას მხოლოდ ახლა ჩაატარებს, რომელშიც დებიუტი ექნება ახალ მთავარ მწვრთნელს ვერნ კოტერს.
მრავალი ფაქტორია საინტერესო, მათ შორის შეძლებს თუ არა საქართველოს ნაკრები რევანშის აღებას მსოფლიო თასზე განცდილი მარცხისთვის (10:45), როგორ ითამაშებენ ვირუსისგან განკურნებული ფიჯელები, როგორ დაუბრუნდება ნაკრებს ნემანი ნადოლო და ა.შ. თუმცა, განსაკუთრებულ ყურადღებას მედია, გულშემატკივრები და ალბათ ევროპული კლუბების სკაუტებიც, გიორგი კვესელაძეს მიაპყრობენ, რომელმაც ირლანდიასთან მატჩში ბრწყინვალე ლელო დადო, დაცვაშიც შესანიშნავი თამაში და აჩვენა. მატჩის მომდევნო დღეები კი კვესელაძისთვის ზღაპრული გახლდათ: ის ჯერ შემოდგომის ერთა თასის მესამე ტურის სიმბოლურში მოხვდა, შემდეგ ტურის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა, ხოლო შემდეგ მისი ლელო აღიარეს ტურის საუკეთესო ლელოდ.
ცნობილი სარაგბო გამოცემა Planetrugby სწორედ გიორგი კვესელაძეს მიაპყრობს განსაკუთრებულ ყურადღებას, უფრო სწორად კი მის დუელზე სემი რადრადრას წინააღმდეგ. ზემოხსენებული გამოცემა აღნიშნავს, რომ რადრადრას პირისპირ თამაში განსაკუთრებით კარგად გამოაჩენს, თუ როგორია ახალგაზრდა ქართველი დაცვაში.
"მართალია საქართველოს ნაკრები ამ მატჩებში იბრძოდა და მთელი ძალებით ცდილობდა რაიმეს გაკეთებას, მაგრამ ერთი მოთამაშე განსაკუთრებით გამოჩნდა ამ ტურნირზე - გიორგი კვესელაძე, რომელიც არის ძალიან საინტერესო შუამარბი და მოიპოვა კარგი სახელი.
23 წლის მორაგბემ შეტევაში შესანიშნავი თამაში აჩვენა "ბორჯღალოსნების" წინა მატჩში ირლანდიის წინააღმდეგ და შესანიშნავი სოლორეიდით დადებული ლელოთი ყველას ყურადღება მიიპყრო.
ამ კვირაში მას მოუწევს ფიჯის ნაკრების კაპიტნის სემი რადრადრას პირისპირ თამაში, რომელსაც მსგავსი ლელოები ძალიან ბევრჯერ აქვს დადებული, როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო დონეზე.
რადრადრა შეტევაში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, ის აუცილებლად შეამოწმებს კვესელაძის დაცვაში თამაშს და ძალიან საინტერესო იქნება იმის ნახვა, თუ როგორი ხარისხის დაცვას ითამაშებს ახალგაზრდა ქართველი მის ბევრის მნახველი ვიზავის წინააღმდეგ," - წერს PlanetRugby.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს და ფიჯის ნაკრებების მატჩი 5 დეკემბერს თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.