გიორგი ჩხაიძე: "კვირიდან კვირამდე ვუმატებთ და ეს სწორი, გამართული პროგრამის შედეგია"

გიორგი ჩხაიძე: "კვირიდან კვირამდე ვუმატებთ და ეს სწორი, გამართული პროგრამის შედეგია"

5 დეკემბერს, ტურნირის დასკვნით მატჩს ბორჯღალოსნები ფიჯის წინააღმდეგ გამართავენ და შარშან იაპონიაში განცდილი მარცხისთვის რევანშის აღებას ეცდებიან.

ფიჯის მსოფლიო თასის შემდეგ ახალი სამწვრთნელო შტაბი ყავს, ახალ ზელანდიელი სპეციალისტის, გამოცდილი ვერნ კოტერის ხელმძღვანელობით.

ვეტერანი ბორჯღალოსანი, ამჟამად კი დერეფნისა და მოლის მწვრთნელი გიორგი ჩხაიძე ამბობს, რომ გუნდი სისტემურად კარგადაა მომზადებული:

„გავარჩიეთ მეტოქის დერეფანი 2019 წლის მსოფლიო თასზე, მაგრამ მას შემდეგ სრულად შეიცვალა ფიჯელთა სამწვრთნელო შტაბი, ჩვენთან პირველ მატჩს ატარებენ და ზუსტად არ ვიცით რას შემოგვთავაზებენ. მოვემზადეთ სისტემურად. ყურადღებით უნდა ვიყოთ გადაბმის არეში, რადგან ფიჯელებს უყვართ როგორც მოკლე, ასევე გრძელ ფრთაზე შეტევა“.

მატჩის დღეს ედინბურგში წვიმაა გამოცხადებული, რაც თამაშის მსვლელობას საკუთარ კვალს დაატყობს და გახშირდება ძალისმიერი ორთაბრძოლები. ჭყონია ამბობს, რომ გუნდი ამ გამოწვევისთვის მზადაა:

„ყველა თამაშის შემდეგ გვაქვს ინდივიდუალური ტესტები და ვამოწმებთ მოთამაშეთა ენერგიის, ფეთქებადობისა და ძალის აღდგენის დონეს. ტესტებმა აჩვენა, რომ ის ჯგუფი, ვისაც ფიჯისთან უწევს თამაში, ფიზიკურად კარგ მდგომარეობაშია. ზოგადად, პირველი კვირის და ამჟამინდელ მონაცემებს თუ შევადარებთ, რამდენიმე მოთამაშემ პირადი რეკორდიც კი მოხსნა. კვირიდან კვირამდე ვუმატებთ და ეს სწორი, გამართული პროგრამის შედეგია, რომელშიც ფიზ.მომზადების ჯგუფის გარდა, სრულად არიან ჩართული მწვრთნელები“.

საქართველოსა და ფიჯის შეხვედრა ედინბურგში, „მარიფილდზე“ საქართველოს დროით 16 საათზე დაიწყება.

rugby.ge

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)