ვერნ კოტერი: "მორაგბეები მომართულნი არიან, რომ ითამაშონ მფრინავი ფიჯელებისთვის"

ვერნ კოტერი: "მორაგბეები მომართულნი არიან, რომ ითამაშონ მფრინავი ფიჯელებისთვის"

შემოდგომის ერთა თასზე მე-7 ადგილის მატჩშისთვის შემადგენლობა დაასახელა ფიჯის ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ვერნ კოტერმა, რომლის დებიუტიც საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ შედგება. ახალზელანდიელმა სპეციალისტმა მოახლოებულ თამაშზე კომენტარი გააკეთა. 

"რაც ჩვენ გამოვიარეთ რთული იყო, მაგრამ ასეთ სიტუაციაში ადამიანები იზრდებიან და უკეთესები ხდებიან. ვფიქრობ, ჩვენ ეს გავაკეთეთ, როგორც ინდივიდუალურად, ისევე გუნდურად. 

ახლა უფრო ძლიერები ვართ, 10 დღე გაგვიცდა, მაგრამ ახლა, როცა ერთმანეთს ვუყურებთ ერთმანეთის თვალებში ამოიკითხავთ მესიჯს, რომ რაღაც რთული გამოვიარეთ და ჩვენი მოთამაშეების ჯანმრთელობა თავიდანვე ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. 

ვფიქრობ, უნდე გვესმოდეს, რომ ეს არ იყო მორაგბეებისთვის ადვილი, თუ კი გავლენ შაბათს მოედანზე და ითამაშებენ თავისთავად უკვე მიღწევა იქნება. 

სიმართლე, რომ ვთქვათ ამას მოთამაშეები დიდად არ შეუწუხებია. ისინი მომართულნი არიან, რომ ითამაშონ მფრინავი ფიჯელებისთვის და ჩაიცვან თეთრი მაისური, რომელშიც ერთად ძალიან ამაყები არიან, რომ თავიანთ ქვეყანას წარმოადგენენ. გვაქვს საინტერესო ნაზავი გამოცდილი და ახალგაზრდა მოთამაშეების, რომელთაც ნაკრებში თავის დამკვიდრება სურთ. 

ჩვენ გვყავს ჩამოყალიბებული უკანა ხაზი, რომელსაც ერთად ბევრი ტესტ-მატჩი აქვს ნათამაშები და ბურთის ფლობის შემთხვევაში მოველი, რომ ისინი ლეტალურები იქნებიან.

ვიცით, რომ საქართველო რთული მეტოქეა, რომელიც პროგრესირებს, რადგან კარგ ტურნირზე მონაწილეობს" - განაცხადა კოტერმა. 

ფიჯის და საქართველოს ნაკრებების მატჩი შაბათს 16:00 საათზე დაიწყება.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)