ლევან მაისაშვილი: "ფიჯისთან საბრძოლველად კარგად ვართ მომზადებული"

ლევან მაისაშვილი: "ფიჯისთან საბრძოლველად კარგად ვართ მომზადებული"

საქართველოს ნაკრები შემოდგომის ერთა თასზე ბოლო მატჩს შაბათს გამართავს. "ბორჯღალოსნები" მეშვიდე ადგილისთვის მატჩში "მარიფილდზე" ფიჯის შეერკინებიან.

დღეს ლევან მაისაშვილმა "მფრინავ ფიჯელებთან" გასამართი რკენისთვის შემადგენლობა დაასახელა და კომენტარიც გააკეთა.

"სელექციისას გავითვალისწინეთ მიკროტრავმები, სტატიკური მდგომარეობა, ვაკვირდებოდით ბიჭებს ყოველდღიურად და ყოველწუთიერად. არის სამწვრთნელო ალღოც, რომელსაც უნდა დაეყრდნო და ვეცადე მაქსიმალურად ძლიერი და გამოცდილი გუნდი დამეყენებინა. რამდენიმე პოზიციაზე ისეთი კონკურენციაა, რომ არჩევანის გაკეთება გაგვიჭირდა და ეს ძალიან კარგია.

ფიჯისთან საბრძოლველად კარგად ვართ მომზადებული. სამწუხაროდ, დაგვაკლდება ბექა გორგაძე, რომელსაც ჯვარედინი იოგები და მყესი აქვს დაზიანებული. სამწუხაროდ, ის საოპერაციოა, მაგრამ პროფესიონალურ სპორტში ასეთი რამ ხშირია და ვერაფერს ვიზამთ", -
ციტირებს მაისაშვილის სიტყვებს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი.

"ბორჯღალოსნები" მიმდინარე ტურნირზე მეორე ნახევარში უფრო კარგად გამოიყურებიან, ვიდრე პირველში. აღნიშნულთან დაკავშირებით, მაისაშვილი შემდეგს ფიქრობს: "სრულფასოვანი შეცვლები გვყავს და ანალიზს უკეთ ვაკეთებთ. გარდა ამისა, ძლიერ მეტოქეებთან თამაშში ჩართვა გვიჭირს, დებიუტში შეცდომებზე გვიჭერენ და უპირატესობას ხელიდან არ უშვებენ. დახვეწის პროცესშია ჩვენი თამაშის მართვა.

უმნიშვნელოვანესია ფიზ.მომზადება, სადაც გუნდი უნაკლოდაა მომზადებული. ამ მხრივ უფრო კარგად ვართ, ვიდრე 2019 წლის მსოფლიო თასზე ვიყავით, წინ მივდივართ და ეს აბსოლიტურად ქართველებით დაკომპლექტებული ფიზ.მომზადების ჯგუფის – ირაკლი ჭყონიას, დავით ნემსაძისა და ნიკა პინაიშვილის დამსახურებაა, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი.

ეს მნიშვნელოვანია თავდაჯერებულობისთვის. მთლიანობაში, შეკრებაზე მყოფი ყველა მოთამაშე, ახლა ყოველმხრივ უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე ტურნირის დაწყებამდე იყო და თამაშობდა თუ არა, ყველა მათგანი სრულად იყო ჩართული მზადების პროცესში."


Rugby.Ge

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)