ბორჯღალოსნების შემადგენლობა ცნობილია - მაისაშვილმა ფიჯისთან მატჩისთვის 3 მორაგბე შეცვალა

ბორჯღალოსნების შემადგენლობა ცნობილია - მაისაშვილმა ფიჯისთან მატჩისთვის 3 მორაგბე შეცვალა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა შემოდგომის ერთა თასის დასკვნითი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

ფიჯისთან მატჩში "ბორჯღალოსნების" სასტარტო შემადგენლობაში სამი ცვლილება განხორციელდა. ფრთაზე თამაზ მჭედლიძის ნაცვლად სანდრო თოდუა ბრუნდება, რვა ნომრის პოზიციაზე ტრავმირებული ბექა გორგაძის ადგილს თორნიკე ჯალაღონია დაიკავებს, რომელიც წინა მატჩში ფლანკერად ასპარეზობდა, ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდება ოთარ გიორგაძე, რომელიც ირლანდიასთან მატჩში განაცხადში არ ყოფილა. ტრავმა მოიშუშა და სასტარტოში იქნება კონსტანტინე მიქაუტაძე, რომელმაც ნოდარ ჭეიშვილი შეცვალა.

მარქაფაში დაბრუნდენ ჯაბა ბრეგვაძე, გურამ გოგიჩაშვილი და გელა აფრასიძე. ასევე თადარიგშია გრიგორ ქერდიყოშვილი, რომელსაც ირლანდიასთან არ უთამაშია, წინა მატჩებში კი სასტარტოში იყო. 

"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ასე გამოიყურება:

უკანა ხაზი


სოსო მათიაშვილი (29 კეპი, 152 ქულა), 14. აკაკი ტაბუცაძე (6 კეპი, 30 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (28 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (70 კეპი, 60 ქულა, კაპ.), 11. სანდრო თოდუა (88 კეპი, 65 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (19 კეპი, 109 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (55 კეპი, 40 ქულა);

შერკინება

მიხეილ ნარიაშვილი (65 კეპი, 10 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (77 კეპი, 50 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (17 კეპი, 5 ქულა), 4. ლაშა ჯაიანი (5 კეპი), 5. კოტე მიქაუტაძე (65 კეპი, 10 ქულა), 6. ოთარ გიორგაძე (28 კეპი, 25 ქულა), 7. ბექა საღინაძე (16 კეპი, 5 ქულა), 8. თორნიკე ჯალაღონია (3 კეპი);

მარქაფა

16. ჯაბა ბრეგვაძე (61 კეპი, 15 ქულა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (17 კეპი, 5 ქულა), 18. გიორგი მელიქიძე (21 კეპი, 5 ქულა), 19. გრიგორ ქერდიყოშვილი (4 კეპი, 5 ქულა), 20. მიხეილ გაჩეჩილაძე (11 კეპი, 10 ქულა); 21. გელა აფრასიძე (28 კეპი, 24 ქულა), 22. დემურ თაფლაძე (5 კეპი, 5 ქულა), 23. დავით ნინიაშვილი (1 კეპი).

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)