ფიჯის ნაკრების შემადგენლობა საქართველოს წინააღმდეგ ცნობილია

ფიჯის ნაკრების შემადგენლობა საქართველოს წინააღმდეგ ცნობილია

ფიჯის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვერნ კოტერმა შემოდგომის ერთა თასის მეშვიდე ადგილის მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

"მფრინავი ფიჯელები" 5 დეკემბერს "მარიფილდზე" საქართველოს შეერკინებიან. ეს მატჩი მიმდინარე ტურნირზე პირველი იქნება კუნძულელთათვის, რომელთა ბანაკშიც კორონავირუსის 29 შემთხვევა იყო დაფიქსირებული და ამის გამო, ჯგუფური ეტაპის ვერცერთ მატჩში ვერ შეძლეს გასვლა და ყველა შემთხვევაში 0:28 წაგება ჩაეთვალათ. საეჭვო იყო საქართველოსთან ასპარეზობაც, თუმცა ფიჯელები დროულად გამოჯანმრთელდნენ, ვარჯიში განაახლეს და მეშვიდე ადგილისთვის თამაშს მოახერხებენ.

ამ მატჩში ვერნ კოტერი "მფრინავ ფიჯელებს" პირველად უხელმძღვანელებს. სხვადასხვა მიზეზების გამო ფიჯელებს ლეონე ნაკარავა, ვილიამე მატა, პესელი იატო, ჯეილ ვატუბუა, სემი კუნატანი, აპი რატუნიარავა და ტევიტა კავუბატი არ ეყოლებათ. ცხრა მორაგბეს კი ნაკრებში დებიუტი ექნება. 

ფიჯელთა შემადგენლობა ასე გამოიყურება:

უკანა ხაზი


15. კინი მურიმურივალუ, 14. ჯოშუა ტუისოვა, 13. სემი რადრადრა (კაპიტანი), 12. ლევანი ბოტია, 11. ნემანი ნადოლო, 10. ბენ ვოლავოლა, 9. ფრანკ ლომანი;

შერკინება

1. პენი რავაი, 2. სამუელ მატავესი, 3. მესაკე დოგე, 4. ტევიტა რატუვა, 5. ტემო მაიანავანუ, 6. ჯონი დაიერი, 7. მესულამე კუნავულა, 8. ალბერტ ტუისუე; 

მარქაფა

16. ტევიტა იკანივერე, 17. ჰაერეიტი ჰეტეტი, 18. სამუელა ტავაკე, 19. კრის მინიმბი, 20. მანუელი რატუნიარავა, 21. სიმიონე კურუვოლი, 22. სერუ ვულარიკა, 23. ვაისეა ნაიათალევუ.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)