"თბილისი განსაცვიფრებელი ადგილია, რომელიც ფანებს მოეწონებათ" - უცხოელებს 6 ერში საქართველო სურთ

"თბილისი განსაცვიფრებელი ადგილია, რომელიც ფანებს მოეწონებათ" - უცხოელებს 6 ერში საქართველო სურთ

Pic: INPHO/Dan

შემოდგომის ერთა თასის მესამე ტურში ირლანდიის ნაკრები "ავივა სთედიუმზე" საქართველოს ნაკრებს დაუხვდა და ბრძოლაში 23:10 იმარჯვა.

"ბორჯღალოსნებმა" მეტოქეს დიდი ბრძოლა გაუმართეს, მეორე ნახევარში ლელო არ დაადებინეს და დაგეგმილი ბონუს ქულა არ ააღებინეს. ირლანდიამ პირველ ტაიმში 20:7 იმარჯვა, ხოლო მეორე ნახევარი ფრედ 3:3 დასრულდა.

უცხოელი გულშემატკივრები საქართველოს ნაკრების თამაშით ძალიან კმაყოფილნი დარჩნენ და სოციალურ ქსელებში მათი აბსოლუტური უმრავლესობა წერს, რომ "ბორჯღალოსნები" ამ თამაშით 6 ერში დამატებას იმსახურებენ. გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს. 


Simon Kempston: "გაზარდეთ თამაში, იფიქრეთ პროგრესულად და მოიწვიეთ საქართველო 6 ერში! მათ უბრალოდ დრო, უმაღლეს დონეზე რეგულარული მატჩები სჭირდებათ და ეჭვი არ მეპარება, ისინი შეძლებენ იმის დამტკიცებას, რომ ღირსეული დანამატი იქნებიან. და თბილისი აბსოლუტურად განსაცვიფრებელი ქალაქია. პირადი გამოცდილებიდან ვამბობ, რომ რაგბის გულშემატკივრებს ეს ადგილი უეჭველად შეუყვარდებათ."

Giovani Peresson: "გახდეს 6 ერის ტურნირი 8 ერი!"

Mattia Rizzo: "7 ერი!"

Roberto Bruno: "რამდენიმე წელში 7 ერი უნდა ვიხილოთ. ეს ბევრს გააკეთებს საქართველოსთვის, იტალიისთვის, დანარჩენი გუნდებისთვის და ზოგადად მთელი ტურნირისთვის. მივიღებთ ერთით მეტ სასიამოვნო შაბათ-კვირას, მეტ ლუდს დავლევთ და მეტს ვიმხიარულებთ!"

Christophe Tombeur: "საქართველომ 6 ერში უნდა იასპარეზოს! ახლა ისინი რაგბი ევროპის ჩემპიონატზე თამაშობენ, სადაც მათი დამარცხება არცერთ ქვეყანას (ესპანეთს, რუსეთს, ბელგიას, რუმინეთს და პორტუგალიას) არ შეუძლია."

Robin Paling: "მიხარია, რომ საქართველომ ირლანდიასთან ასე კარგად ითამაშა."

Dragan Petrovich: "შესანიშნავი თამაში საქართველოს მხრიდან. პატივისცემა და მხარდაჭერა სერბეთიდან ძმებო!"

Paul Maxwell: "მე ვფიქრობ, რომ 6 ერის ბოლო ადგილოსანმა და საქართველომ ერთმანეთში პლეი-ოფი უნდა ითამაშონ. მაინც ვფიქრობ, რომ იტალია მოიგებს, მაგრამ სხვაობა მცირე იქნება."

Fulvio Rocco: "დაბალხარისხიანი იტალიის ნაცვლად, 6 ერში საქართველო უნდა მიიღონ!"

Jackie Ranson Leak: "ყოჩაღ საქართველო! ირლანდიასთან ასე თამაში იოლი არაა, ორივე გუნდმა კარგად ითამაშა."

Tamai Sevu: "საქართველო ირლანდიასთან შესანიშნავი იყო. მათ მატჩის უმეტეს ნაწილში ირლანდიის გაჩერება მოახერხეს. ქართველების მომავალი ნათლად გამოიყურება."

Johno Ruffett: "ანგარიში არ ასახავს თამაშს, მე ამ მატჩს ვუყურებ, როგორც მინი ქართულ გამარჯვებას."

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)