სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ირლანდიასთან ბრწყინვალედ ჩატარებული მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების შუამარბმა გიორგი კვესელაძემ სარაგბო სამყაროს ყურადღება მიიპყრო.
23 წლის შუამარბი შემოდგომის ერთა თასის მესამე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა, ტურის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა და მისი ჩინებული ლელო, ასევე ტურის საუკეთესოდ ლელოდ აღიარეს.
კვესელაძის თამაშით აღფრთოვანებული არაერთი უცხოელი გულშემატკივარი დარჩა და სოციალურ ქსელებში მის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურეს. გთავაზობთ რამდენიმე ასეთ კომენტარს.
Paul Gates: "გიორგი კვესელაძის თამაში არ მოგწონთ? "უოსპსში" მის ტრანსფერს ვიხილავდი. თქვენ არ გსურთ?"
Steffan Rees: "ამის შესახებ არანაირი კითხვა არაა, მისი ლელო ნამდვილად შესანიშნავი იყო და დამსახურებულად დასახელდა ტურის საუკეთესო ლელოდ."
Steve Fenton: "საქართველოს ნაკრების რიგებიდან გიორგი კვესელაძის ლელო ამ ტურის საუკეთესო ლელოა."
Lesley Wallace: "ქართველი მორაგბის ლელო უეჭველად ამ ტურის საუკეთესო ლელოა. ფანი უელსიდან."
Fulvio Rocco: "კვესელაძის ლელო ტურნირის საუკეთესო ლელოა."
Rob Nankivell: "ეს ტურნირის საუკეთესო ლელოა."
Chris Hope: "წაიყვანეთ ის "გლოსტერში".
Francis Edgeworth: "კვესელაძე სრულიად დამსახურებულად გახდა ტურის საუკეთესო ლელო. ყოჩაღ!"
Sean Collins: "სიჯეი სტენდერზე ბიძგი ძალიან მაგარი იყო."
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.