ედი ჯოუნსი რასიზმზე: "რაგბი ასახავს საზოგადოებას"

ედი ჯოუნსი რასიზმზე: "რაგბი ასახავს საზოგადოებას"

ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ედი ჯოუნსი ამბობს, რომ რაგბის ჯერ კიდევ სამუშაო აქვს, როდესაც საქმე რასიზმს ეხება.

ავსტრალიელ სპეციალისტს აზრი პაბლო მატერას ცნობილი სკანდალის შემდეგ ჰკითხეს, როგორც იცით არგენტინის ნაკრების მორაგბეს რასისტული პოსტების გამო კაპიტნობა ჩამოართვეს და გუნდს ჩამოაშორეს. 

"არ ვფიქრობ, როდესმე ეს საკითხი ამოიწურება. ყოველთვის ცდილობ იყო მრავალფეროვანი, უფრო ტოლერანტი და უფრო თანამგრძნობი. ეს არის ის, რააც ჩვენი გვინდა მსოფიოლში და რაგბის, საზოგადოების მსგავსად, საამისოდ გრძელი გზა აქვს გასავლელი. 

ვფიქრობ, 50 წლის შემდეგაც, რომ შევხვდეთ იგივე დისკუსია გვექნება. ჩემი აზრით, ეს ასახავს საზოგადოებას და საზოგადოება არის უკეთესი. მაგრამ სხვების მსგავსად საზოგადოებაშიც არის რაღაც ნაწილი, რომელიც არ არის კარგი. 

ჩვენ ეს გამოვცადეთ სამხრეთ აფრიკაში გამართული ბოლო ტურნეს დროს. ყოველთვის მზად უნდა იყო, რომ ამ ასპექტში განვითარება განაგრძო" - განაცხადა ედი ჯოუნსმა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)