ცვლილებები მსოფლიო რეიტინგში: რუსეთი ოცეულიდან ამოვარდა, პორტუგალია - დაწინაურდა

ცვლილებები მსოფლიო რეიტინგში: რუსეთი ოცეულიდან ამოვარდა, პორტუგალია - დაწინაურდა

შაბათ-კვირას სანაკრებო მატჩები გაიმართა, შესაბამისად ორშაბათს "მსოფლიო რაგბის" რეიტინგი განახლდა.

ამ მატჩების მიხედვით, სამმა გუნდმა სარეიტინგო ქულები მოიხვეჭა, ხოლო სამსაც დააკლდა. მეორე ადგილზე მყოფმა ინგლისმა გასვლაზე უელსი დაამარცხა (24:13), რითაც 0.40 ქულა მოიპოვა და 89.13 ქულა დააგროვა, კვლავ მესამე საფეხურზეა ახალი ზელანდია, რომელმაც რაგბი ჩემპიონშიპის მატჩში არგენტინა 38:0 გაანადგურა, აქტივს 0.78 ქულა შემატა და 88.95 ქულას მოუყარა თავი. არგენტინამ მერვე ადგილი შეინარჩუნა, ხოლო უელსმა - მეცხრე.

რაც შეეხება ერთადერთ გადაადგილებას, პორტუგალიამ შინ ბრაზილია 33:13 დაამარცხა, 0.48 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და ოცეულში დაბრუნდა. პორტუგალიამ 62.44 ქულა დააგროვა, რუსეთს გადაუსწრო და მეოცე ადგილზე გადაინაცვლა. 26-ე პოზიცია შეინარჩუნა ბრაზილიამ, თუმცა ისინი ბელგიას მხოლოდ 0.14 ქულით უსწრებენ. 

პირველ ადგილზე სამხრეთ აფრიკაა, რომელიც დიდი უპირატესობით ლიდერობს. "სპრინგბოკსს" 94.20 ქულა აქვს. როგორც იცით, პანდემიის გამო მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს 2020 წელს საერთოდ არ უთამაშია და მინიმუმ ზაფხულამდე ვერ ვიხილავთ მინდორზე. საქართველო კი კვლავ მე-12 პოზიციაზეა. 


კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)