ოფიციალურად: ქალთა მსოფლიო თასზე მონაწილე გუნდების რაოდენობა გაიზრდება

ოფიციალურად: ქალთა მსოფლიო თასზე მონაწილე გუნდების რაოდენობა გაიზრდება

"მსოფლიო რაგბიმ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქალთა მსოფლიო თასზე 2025 წლიდან მონაწილე გუნდების რაოდენობა გაიზრდება.

აქამდე, ქალთა მსოფლიო თასზე 12 გუნდი იღებდა მონაწილეობას, ხოლო 2025 წლიდან მათი რაოდენობა 16 გახდება. გარდა ამისა, ცნობილია, რომ 2025 წლის მსოფლიო თასის მასპინძელი ქვეყნის შერჩევის პროცესი 2021 წლის თებერვალში დაიწყება და 2022 წლის მაისში დასრულდება. 

ქალთა მსოფლიო თასის გაფართოებით "მსოფლიო რაგბი" იმედოვნებს, რომ ეს კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ქალთა რაგბის კონკურენტუნარიანობას, პროგრესის გაგრძელებას და გლობალურობას. უკანასკნელ წლებში, ქალი მორაგბეების რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით რეკორდულად გაიზარდა და ახლა ქალები ჯამში მორაგბეების 28%-ს შეადგენენ. 

"ქალთა რაგბის არის უდიდესი შესაძლებლობა სპორტის გლობალური ზრდისთვის. 2017 წელს ჩვენ შევადგინეთ ამბიციური გეგმა ქალთა რაგბის განვითარების დაჩქარების მიზნით, რომლის ძირითადი საყრდენი ორიენტირებულია მაღალკვალიფიციურ შეჯიბრებაზე და გუნდების რაოდენობის გაზრდა, მოიტანს მეტ ამბიციას გაუმჯობესებას. 

ბოლო წლებში ჩვენ ვნახეთ, რომ სულ უფრო მეტი გუნდი აკეთებს განცხადებას ქალთა რაგბიში საერთაშორისო დონეზე ჩართვაზე და რაგბის კავშირები განაგრძობენ თავიანთი ქალი მორაგბეებისთვის მაღალი ხარისხის პროგრამების შემუშავებას. 

ეს ქალთა რაგბისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან მსოფლიო თასზე მონაწილე გუნდების რაოდენობის გაზრდა სხვადასხვა ქვეყნის რაგბის კავშირებს ახალ შესაძლებლობებს შეუქმნის უმაღლეს დონეზე თამაშისთვის და მისცემს დამატებით სტიმულს, რომ გააგრძელონ პროგრამები და გაზარდონ ინვესტიციები ქალთა რაგბისთვის", -
განაცხადა "მსოფლიო რაგბის" პრეზიდენტმა ბილ ბომონტმა. 

მომდევნო ქალთა მსოფლიო თასი 2021 წლის 18 სექტემბერს დაიწყება და 16 ოქტომბერს დასრულდება. ტურნირს ახალი ზელანდია უმასპინძლებს და 12 გუნდი იასპარეზებს. იხილეთ 2021 წლის ქალთა მსოფლიო თასის კენჭისყრის შედეგები. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)