ეპიდემია დამარცხებულია, ფიჯელები საქართველოსთან მატჩისთვის ემზადებიან

ეპიდემია დამარცხებულია, ფიჯელები საქართველოსთან მატჩისთვის ემზადებიან

რამდენიმე დღის წინ გაუწყეთ, რომ ფიჯელები კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ და ვარჯიშსაც დაუბრუნდნენ, თუმცა ჩატარდებოდა თუ არა საქართველოსთან მატჩი, ჯერ კიდევ არ გახლდათ გადაწყვეტილი.

ახლა კი გეტყვით, რომ 5 დეკემბერს ჩანიშნული დაპირისპირება შედგება. ფიჯელებმა ვირუსი საბოლოოდ დაამარცხეს და რამდენიმე ვარჯიშის ჩატარება მოასწრეს. "მფრინავმა ფიჯელებმა" თითქმის ერთი თვე იზოლაციაში გაატარეს, თუმცა კორონავირუსმა მათ ბანაკში მაინც შეაღწია, რის გამოც ჯგუფურ ეტაპზე ვერცერთ მატჩში ვერ ითამაშეს და სამივე შემთხვევაში 0:28 წაგება ჩაეთვალათ. კუნძულელები ხვალ სენტ-ეტიენს დატოვებენ და გეზს შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგისკენ აიღებენ, სადაც შაბათს შემოდგომის ერთა თასის მეშვიდე ადგილისთვის მატჩში საქართველოს შეერკინებიან. 

"დიდებული გრძნობა იყო, როდესაც დავინახე როგორ დაბრუნდნენ ბიჭები მინდორზე და როგორ ერთობოდნენ ბურთით თამაშით, მიუხედავად იმისა, რომ ტემპერატურა მინუს ოთხი გრადუსი იყო", - განაცხადა ვერნ კოტერმა, რომელსაც ფიჯის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში დებიუტი ექნება. 

ცნობისთვის, ფიჯის ნაკრებში კორონავირუსის 29 შემთხვევა გახლდათ დაფიქსირებული: 22 მორაგბე და 7 სტაფის წევრი.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)