ბექა გორგაძე და ლაშა ხმალაძე ფიჯისთან ვერ ითამაშებენ

ბექა გორგაძე და ლაშა ხმალაძე ფიჯისთან ვერ ითამაშებენ

“შემოდგომის ერთა თასის” დასკვნით მატჩში, ბორჯღალოსნებს ბექა გორგაძე და ლაშა ხმალაძე დააკლდება.

საქართველო 5 დეკემბერს, ჩვენი დროით 16 საათზე ფიჯის ედინბურგში მე-7 ადგილისთვის ერკინება.

24 წლის გორგაძემ, რომლის ანგარიშზე 31 კეპია, მუხლი კვირას, ირლანდიასთან დაიზიანა. ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი იმედოვნებს, რომ ბექა საოპერაციო არ გახდება:

„გორგაძეს დღეს (ოთხშაბათს) სურათს გადაიღებს და ტრავმის სიმძიმე და ხარისხი ამის შემდეგ გვეცოდინება. ამ ეტაპზე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ის ფიჯისთან ვერ ითამაშებს. იმედს ვიტოვებ, დაზიანება იმ დონის არ იქნება, რომ ბექას ოპერაცია დაჭირდეს და დიდი დრო გაუცდეს“.

ფეხის კუნთი აწუხებს და დიდი ალბათობით ვერ ითამაშებს ლაშა ხმალაძე, რომელმაც ამავე მიზეზით ირლანდიასთან მატჩიც გამოტოვა.

თავს უკეთ გრძნობს მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე. მან ნეკნი 21 ნოემბერს, უელსთან მატჩის პირველ ტაიმში დაიზიანა:

„კოტემ ივარჯიშა და ოთხშაბათს გვეცოდინება ბოლომდე შეძლებს თუ ვერა თამაშს. არის წვრილ-წვრილი ტრავმებიც, თუმცა სხვა შემთხვევებში საშიში არაფერია“ – ამბობს მაისაშვილი.

rugby.ge

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)