ზუსტად 9 წლის წინ, შეინ უილიამსი უელსის ნაკრებს ლელოთი და ცრემლებით დაემშვიდობა (VIDEO)

ზუსტად 9 წლის წინ, შეინ უილიამსი უელსის ნაკრებს ლელოთი და ცრემლებით დაემშვიდობა (VIDEO)

ზუსტად 9 წლის წინ, ლეგენდარულმა უელსელმა ფრთამ შეინ უილიამსმა სანაკრებო კარიერა დაასრულა.

უილიამსი უელსის ნაკრებს 34 წლის ასაკში დაემშვიდობა. მან უკანასკნელი სანაკრებო მატჩი 2011 წლის 3 დეკემბერს ავსტრალიის წინააღმდეგ გამართა, რომელშიც უელსი 18:24 დამარცხდა.

უილიამსის ბოლო სანაკრებო მატჩი ძალიან ემოციური გამოდგა. უელსის ჰიმნის მოსმენის დროს მან ცრემლები ვერ შეიკავა, ისევე როგორც, მატჩის შემდგომ ინტერვიუზე, რომელიც თავის მცირეწლოვან შვილებთან ერთად ჩაწერა. მაგრამ, ყველაზე ემოციური მომენტი მატჩის გაწითლებულ დროს ვიხილეთ, შეხვედრის სათამაშო დრო ამოწურული იყო, მატჩის ბედიც გადაწყვეტილი გახლდათ, როდესაც შეინი ორ მეტოქეს დაუსხლტა, ლელოში შეიჭრა და ბურთი საფირმო ნახტომით დაამიწა და დიდებული სანაკრებო კარიერა ჩინებული ლელოთი დაასრულა - "ბოლო მატჩი, ბოლო წუთი, ბოლო ლელო".

ტანმორჩილმა ლეგენდარულმა გარემარბმა უელსის ნაკრებში 2000-2011 წლებში 87 კეპი მოიხვეჭა და 38 ლელო დადო. ითამაშა 2005, 2009 და 2013 წლების ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ტურნეზე. ის 2008 წელს მსოფლიოს საუკეთესო მორაგბედ დასახელდა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)