სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

შემოდგომის ერთა თასის მესამე ტურში ირლანდიის ნაკრები "ავივა სთედიუმზე" საქართველოს ნაკრებს დაუხვდა და ბრძოლაში 23:10 იმარჯვა.
"ბორჯღალოსნებმა" მეტოქეს დიდი ბრძოლა გაუმართეს, მეორე ნახევარში ლელო არ დაადებინეს და დაგეგმილი ბონუს ქულა არ ააღებინეს. ირლანდიამ პირველ ტაიმში 20:7 იმარჯვა, ხოლო მეორე ნახევარი ფრედ 3:3 დასრულდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრები მთელმა რიგმა უცხოურმა გამოცემებმა შეაქეს. მათ შორისაა ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი, რომელიც "ბორჯღალოსნებზე" წერს:
"საქართველოს ნაკრები იყო შთამბეჭდავი. ნაკლებად დაფინანსებული ეროვნული ფედერაციის და მცირე მომზადების მქონე გუნდმა მოახერხა საკუთარი თამაშის გაუმჯობესება იმ გამოცდილებით, რომელიც მათ თითოეულ მატჩში მიიღეს.
ახლა ჩვენ გვაქვს რვაგუნდიანი ტურნირი. რატომ არ უნდა მოვიწვიოთ საქართველო 6 ერში, თუნდაც სტუმარი გუნდის სტატუსით? აუცილებელია, რომ 6 ერში დამკვიდრებულმა გუნდებმა გააკეთონ რაც შეიძლება მეტი რაგბის გასავრცელებლად.
რა თქმა უნდა ისინი შთამბეჭდავები იყვნენ - მათ საკუთარ ფიზიკურ ყოვლისმომცველობას დაამატეს შესანიშნავი დადებული ლელო, ეს იყო კარგი დღე მათთვის. მატჩის დასკვნითი მეოთხედი ოდნავ უცნაური იყო, საქართველოს ბურთი და ტერიტორია არ ჰქონია, თუმცა ამის მიუხედავად, თითოეული მათგანი აგულიანებდა ერთმანეთს და ირლანდიელები დიდ წინააღმდეგობას აწყდებოდნენ.
ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ქართველები იგებდნენ, ირლანდია კი გამოფიტული იყო. ირლანდიამ საქართველოს დასამარცხებლად ბევრი ენერგია დახარჯა, არადა პირველ ტაიმში ისინი ძალიან სახიფათოდ გამოიყურებოდნენ და ორჯერ შეძლოს ლელოში ბურთის დამიწება.
რაც შეეხება 6 ერში ჩართვას ან თუნდაც გარკვეულწილად ქართველების აღიარება, როგორც სარაგბო ძალად და მათი წინსვლა ტოპ ერებთან გვერდით დაყენებაზე, ამ მხრივ საქართველომ კვირას ძლიერი მესიჯი გააჟღერა."
საქართველოს ნაკრები შემოდგომის ერთა თასის უკანასკნელ მატჩს 5 დეკემბერს გამართავს. "ბორჯღალოსნები" მეშვიდე ადგილისთვის მატჩში "მარიფილდზე" ფიჯის დაუპირისპირდებიან, რომელიც კორონავირუსის გამო ტურნირზე პირველ შეხვედრას ჩაატარებს.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.