სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ახალი ზელანდიის ნაკრებთან მოპოვებული ისტორიული გამარჯვებიდან 3 კვირის შემდეგ, არგენტინის რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით ნაკრების კაპიტანი პაბლო მატერა შაბათს 3 ერის გათამაშების დასკვნითი მატჩშისთვის გუნდიდან მოკვეთეს და კაპიტნობაც ჩამოართვეს.
მიზეზი მატერას მიერ 9 წლის წინ საკუთარ "თვითერის" გვერდზე დაწერილი რასისტული და ქსენოფობიური პოსტებია, რომელიც არგენტინულ მედიაში ახლახანს გახმაურდა. როგორც იცით, მატერა არგენტინა XV-თან ერთად მონაწილეობას იღებდა სამხრეთაფრიკულ ვოდაკომის თასზე 2010-2013 წლებში, გარდა ამისა, მონაწილეობა მიიღო 2012 წელს ამავე ქვეყანაში გამართულ 20 წლამდელთა მსოფლიო თასზე.
მისი იმდროინდელი ერთ-ერთი პოსტი ასე ითარგმნება: "სამხრეთ აფრიკა! ვტოვებ ამ შავებით სავსე ქვეყანას!"
2012 წელს დაწერილ პოსტში კი ვკითხულობთ: "კარგი დილაა, რომ გავიდეთ მანქანით და შავკანიანებს გადავუაროთ."
მატერას აგრეთვე ქსენოფობიური კომენტარები ჰქონდა გაკეთებული ბოლივიელებსა და პარაგვაელებზე. არგენტინელი მესამეხაზელის პოსტები ახლა წაშლილია და თავად მორაგბემ განაცხადა, რომ ძალიან რცხვენია და ბოდიშს უხდის ყველას, ვინც შეურაცხყოფილად იგრძნო თავი მისი პოსტების გამო.
მატერას გარდა, იმავე მიზეზით ავსტრალიასთან შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებენ გიდო პეტი და სანტიაგო სოსინო.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.