როგორ აფასებენ საქართველოს შანსებს ფიჯისთან მატჩში?

როგორ აფასებენ საქართველოს შანსებს ფიჯისთან მატჩში?

გასულ უქმეებზე შემოდგომის ერთა თასის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და მიმდინარე კვირაში უკვე ფინალური ეტაპის მატჩები გაიმართება. 

სარაგბო პროგნოზების საიტმა rugbyvision.com-მა აღნიშნული შეხვედრებისთვის თავისი პროგნოზები გამოაქვეყნა. როგორც იცით, მე-7 ადგილისთვის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ფიჯის უნდა და დაუპირისპირდეს, საიტის მიხედვით ფიჯის ნაკრები 75.1%-ით მატჩის ფავორიტია და მათ 9 ქულიან ფორას ანიჭებს. ბორჯღალოსნების შანსები კი 24.9%-ით არის შეფასებული. 

რაც შეეხება სხვა მატჩებს, ისინი ვარაუდობენ, რომ ირლანდია შოტლანდიას 10 ქულით დაამარცხებს, უელსი კი იტალიას 25 ქულით აჯობებს. ტურნირის ფინალში ინგლისი საფრანგეთის გადახალისებულ ნაკრებს უმასპინძლებს და ზემოთ ხსენებული საიტი "ვარდებისგან" 15 ქულიან გამარჯვებას მოელის. 


კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)