გიორგი კვესელაძის ლელო მესამე ტურის საუკეთესო ლელოს გამოკითხვაში მონაწილეობს (VIDEO)

გიორგი კვესელაძის ლელო მესამე ტურის საუკეთესო ლელოს გამოკითხვაში მონაწილეობს (VIDEO)

როგორც იცით, შემოდგომის ერთა თასის ოფიციალურმა საიტმა მესამე ტურის საუკეთესო მორაგბის გამოკითხვა ჩაატარა და გამარჯვებული საქართველოს ნაკრების მორაგბე გიორგი კვესელაძე გახდა.

ამჯერად ტურნირის ორგანიზატორები გამოკითხვას საუკეთესო ლელოს გამოსავლენად ატარებენ და მასში ამჯერად უკვე კვესელაძის მიერ გატანილი ლელო მონაწილეობს. ქართველი ცენტრის ლელო შემდეგნაირად არის დახასიათებული: 

"საქართველომ საბოლოოდ გახსნა თავისი ლელოების ანგარიში შემოდგომის ერთა თასზე ირლანდიის წინააღმდეგ და ეს გახლდათ ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო ლელო. მასპინძლებმა თამაში კარგად დაიწყეს, ბილი ბარნსმა თავისივე გატანილი ლელო გარდასახა, შემდეგ კი მას ჯარიმაც მიაყოლა, თუმცა ქართველებმა თამაშში დაბრუნება მოახერხეს, ამისთვის კი გიორგი კვესელაძის ძალისხმევას უნდა უმადლოდნენ. ცენტრმა სოსო მათიაშვილის შიგნით შექცეული პასი მოედნის ცენტრში მიიღო, გზად სტოკდეილი დაქნევით მოატყუა და ბარნსი ხელის კვრით ჩამოიცილა, რის შემდეგაც ლელოს დადება ძელებს შორის მოახერხა". 

კვესელაძის ლელოსთან ერთად გამოკითხვაში მონაწილეობას იღებენ, იტალიელი კარლო კანას, ფრანგი გაბრიელ ვილიეს და უელსელი ჯონი უილიამსის ლელოები. გამოკითხვა ხუთშაბათს ღამის პირველ საათზე შეწყდება და მასში მონაწილეობა ნებისმიერ გულშემატკივარს აღნიშნულ ბმულზე შეუძლია. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)