სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

შემოდგომის ერთა თასის ოფიციალურმა ვებგვერდმა ტურნირის მესამე ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.
კვირის საუკეთესო თხუთმეტეულში მოხვდა საქართველოს ნაკრების შუამარბი გიორგი კვესელაძე, რომელმაც ირლანდიის წინააღმდეგ ბრწყინვალედ ითამაშა და ჩინებული ლელოს ავტორი გახდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი მორაგბე მიმდინარე გათამაშების სიმბოლურში მოხვდა.
მესამე ტურის სიმბოლური ასე გამოიყურება:
უკანა ხაზი
15. ბრაის დულინი (საფრანგეთი), 14. ტედი ტომა (საფრანგეთი), 13. გიორგი კვესელაძე (საქართველო), 12. ჯონი უილიამსი (უელსი), 11. გაბინ ვილიე (საფრანგეთი), 10. ბილი ბარნსი (ირლანდია), 9. ბენ იანგსი (ინგლისი);
შერკინება
1. მაკო ვუნიპოლა (ინგლისი), 2. ჯეიმი ჯორჯი (ინგლისი), 3. ენდრიუ პორტერი, 4. იან ჰენდერსონი (ირლანდია), 5. ჯო ლონჩბრი (ინგლისი), 6. ტომ ქარი (ინგლისი), 7. სემ ანდერჰილი (ინგლისი), 8. ბილი ვუნიპოლა (ინგლისი).
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.