სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ცნობილმა სარაგბო საიტმა planetrugby.com-მა შემოდგომის ერთა თასის მესამე ტურის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა. ქართველი გულშემატკივრისთვის სასიხარულოდ თხუთმეტეულში საქართველოს ნაკრების ცენტრი გიორგი კვესელაძე მოხვდა.
კვესელაძე 13 ნომრის პოზიციაზე შემდეგნაირად არის დახასიათებული:
"კიდევ ერთი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა იტალიის ნაკრების ცენტრმა მარკო ძანონმა, რომლის მიერ წაღებულმა ბურთებმა იტალიას საფრანგეთთან მატჩში მნიშვნელოვანი მანძილი მოაგებინა და კარგი შესატევი პლაცდარმები შეუქმნა. მაგრამ არ შეგვეძლო ქართველი ცენტრის იგნორირება, რომელზეც კვირას ყველა საუბრობდა. კვესელაძის ლელო ბრწყინვალე ვარიანტი იყო შემოდგომის ერთა თასზე საქართველოს ნაკრების მშრალი სერიის დასასრულებლად, რომლის ნახვაც ყველა თვალსაზრისით სასიამოვნო იყო. ტემპი, ბურთის დაქნევა, ცნობიერება. ბრწყინვალეა".
თხუთმეტეულში ყველაზე მეტი 7 მორაგბით ინგლისის ნაკრებია წარმოდგენილი, სრული გუნდი კი ასე გამოიყურება.
15. ბრის დულანი (საფრანგეთი)
14. ჯონი მეი (ინგლისი)
13. გიორგი კვესელაძე (საქართველო)
12. ჯონი უილიამსი (უელსი)
11. გაბინ ვილიე (საფრანგეთი)
10. ბილი ბერნსი (ირლანდია)
9. ბენ იანგსი (ინგლისი)
8. ბილი ვუნიპოლა (ინგლისი)
7. სემ ანდერჰილი (ინგლისი)
6. სეკო მაკალუ (საფრანგეთი)
5. კილიან ჟერასი (საფრანგეთი)
4. მარო იტოჟე (ინგლისი)
3. კაილ სინკლერი (ინგლისი)
2. პეტო მუვაკა (საფრანგეთი)
1. მაკო ვუნიპოლა (ინგლისი)
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.