სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

კვირას გამართულ ირლანდიის და საქართველოს ნაკრებების მატჩს, რომელშიც "სამყურებმა" 23:10 იმარჯვეს, გამოეხმაურა ლეგენდარული ირლანდიელი მორაგბე და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი ბრაიან ო'დრისკოლი, რომელმაც საკუთარ "თვითერზე" საქართველოს ნაკრების ცენტრის, გიორგი კვესელაძის თამაში გამოარჩია და მის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. If I was a European club looking for a centre next year (contract dependent) I’d be having a serious look at Giorgi Kveseladze (13) for Georgia on Saturday. Besides the excellent try he really gets the defensive part of his game too. Abrasive & hard working. Could have been MOTM
"მე რომ ევროპული კლუბი ვიყო და მომავალი სეზონისთვის ცენტრს ვეძებდე სერიოზულად დავაკვირდებოდი საქართველოს ნაკრების ცენტრ გიორგი კვესელაძეს. გარდა ბრწყინვალე ლელოსი, მისი თამაში დაცვაშიც კარგია. ხისტი და მშრომელია. მისი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებაც შეიძლებოდა" - დაწერა ო'დრისკოლმა.
ბრაიან ო'დრისკოლი გულშემატკივრების აბსოლუტური უმრავლესობის აზრით ყველა დროის საუკეთესო ირლანდიელი მორაგბეა. მას "სამყურების" რიგებში ყველაზე მეტი კეპი (124) აქვს მოხვეჭილი და ყველაზე მეტი ლელო (46) აქვს დადებული. ო'დრისკოლი ირლანდიის ნაკრების რიგებში 1999-2014 წლებში ასპარეზობდა და 6 ერის გამარჯვებული სამჯერ გახდა. გარდა ამისა, ოთხჯერ უთამაშია ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ტურნეებზე (2001, 2005, 2009, 2013) და 2005 წელს კაპიტანი გახლდათ.
მას მთელი საკლუბო კარიერა "ლენსტერში" აქვს გატარებული და 1999-2014 წლებში 186 მატჩში 311 ქულის გატანა მოახერხა. ის კელტების ლიგის (ამჟამინდელი პრო 14) გამარჯვებული ოთხჯერ გახდა, სამჯერ აღმართა ჩემპიონთა თასი, ხოლო ერთხელ ჩელენჯ თასი.
რაც შეეხება ინდივიდუალურ ჯილდოებს, ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
6 ერის ყველა დროის საუკეთესო მელელოვე (26 ლელო);
6 ერის წლის საუკეთესო მორაგბე (2006, 2007, 2009);
6 ერის წლის საუკეთესო მელელოვე (2009);
ჩემპიონთა თასის საუკეთესო მელელოვე (2008-2009);
წლის საუკეთესო მორაგბის წოდების სამგზის ნომინანტი (2001, 2002, 2009);
ევროთასების ოცნების გუნდის წევრი (2010);
წლის საუკეთესო სანაკრებო ლელოს ავტორი (2008 წელს ავსტრალიის წინააღმდეგ);
მოხვდა 2010-იანი წლების დეკადის სიმბოლურში Rugby World Magazine-ს ვერსიით;
2010-იანი წლების დეკადის საუკეთესო მორაგბე Rugby World Magazine-ს ვერსიით;
ირლანდიელი პროფესიონალი მორაგბეების ასოციაციის ვერსიით 2008-2009 წლების სეზონის საუკეთესო მორაგბე;
RTE-ს სპორტის დიდების დარბაზის ჯილდოს მფლობელი 2014 წელს;
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.