სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

დასრულდა შემოდგომის ერთა თასის ჯგუფური ეტაპი და ტურნირის ოფიციალური საიტი მესამე ტურის საუკეთესო მორაგბის გამოსავლენად გამოკითხვას ატარებს. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ მასში მონაწილეობას იღებს საქართველოს ნაკრების ცენტრი გიორგი კვესელაძე, რომელმაც ირლანდიასთან მატჩის პირველ ტაიმში ბრწყინვალე ლელოს დადება მოახერხა.
ქართველი მორაგბე გამოკითხვაში ასე არის დახასიათებული:
"საქართველომ მართალია სენსაცია ვერ შემოგვთავაზა ირლანდიასთან მატჩში, თუმცა გიორგი კვესელაძემ შემოდგომის ერთა თასზე მათ პირველი ქულები ბრწყინვალე ინდივიდუალური ლელოთი მოუპოვა.
ქართველმა ცენტრმა ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო, რამდენიმე "დამი" შეასრულა და მეტოქეები ჩამოიცილა, რითიც ირლანდიის ნაკრების ლელოსკენ გაიკვალა გზა და ბოლომდე ირბინა. კვესელაძემ ქართველთაგან ყველაზე მეტი 59 მეტრი ირბინა ბურთით და აგრეთვე შეასრულა 17 დიდებული ბოჭვა, მათ შორის სიჯეი სტანდერის წინააღმდეგ, რომელმაც ირლანდიის ნაკრების 8 ნომერს უკან დაახევინა, ეს კარგად აღწერს მის დაცვით უნარებს", - ნათქვამია აღწერაში.
გამოკითხვაში კვესელაძის გარდა აგრეთვე მონაწილეობენ ინგლისის ნაკრების მესამეხაზელი სემ ანდერჰილი, უელსელი ცენტრი ჯონი უილიამსი და ფრანგი ფულბეკი ბრის დულანი. გამოკითხვა ორშაბათს 19:00 საათზე შეწყდება და ხმის მიცემა ნებისმიერ გულშემატკივარს აღნიშნულ ბმულზე შეუძლია.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.