ენდი ფარელი: "საქართველომ რაქში დიდი ზიანი მოგვაყენა, ისინი ქებას იმსახურებენ"

ენდი ფარელი: "საქართველომ რაქში დიდი ზიანი მოგვაყენა, ისინი ქებას იმსახურებენ"

შემოდგომის ერთა თასის მესამე ტურის დასკვნით მატჩში ირლანდიამ საქართველო 23:10 დაამარცხა, მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა ენდი ფარელმა, რომელმაც ირლადნიელთა თამაში შეაფასა, როგორც არასაკმარისად კარგი. 

"რა თქმა უნდა მეორე ტაიმში ვერ ვაჩვენეთ ის სტანდარტი, რასაც ველოდით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საკუთარ მოედანზე თამაშობ. პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ, თუმცა იყო რაღაც ხარვეზები, რომელიც შესვენებაზე უნდა გამოგვესწორებინა. ვფიქრობ, რომ მეორე ტაიმში გამბედაობა და თვითრწმენა დაგვაკლდა.

საქართველომ რაქში დიდი ზიანი მოგვაყენა და ჩვენი თამაშის შენელება სრულად დაიმსახურა, ამისთვის ისინი შექებას იმსახურებენ. ჩვენ საკმარისად კარგები არ ვიყავით". 

ფარელმა აგრეთვე შეაფასა პირველ ტაიმში მაკლოსკის მიერ პირველ ტაიმში არ ჩათვლილი ლელო, რომელიც სტიკდეილის მხრიდან მსაჯმა წინ პასად მიიჩნია.  

"ორი ლელო და ერთი წინ პასის გამო გაუქმებული, ამის შემდეგ წესები აღარ ვიცი. გვერდითი მსაჯი ამბობდა, რომ ლელო წესების დაცვით გავიდა, თუმცა მთავარმა მსაჯმა მაინც არ ჩათვალა. პირველი ტაიმის ბოლოს ჯეიმს რაიანმა ბურთი მეტოქის ლელოში გადადო, თუმცა მსაჯმა ეს ეპიზოდი არც კი განიხილა" - განაცხადა ფარელმა.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)