საქართველოს ნაკრების მორაგბეების სტატისტიკა ირლანდიის წინააღმდეგ

საქართველოს ნაკრების მორაგბეების სტატისტიკა ირლანდიის წინააღმდეგ

შემოდგომის ერთა თასის მესამე ტურში ირლანდიის ნაკრები "ავივა სთედიუმზე" საქართველოს ნაკრებს დაუხვდა და ბრძოლაში 23:10 იმარჯვა.

საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მეტოქეს ბევრი პრობლემა შეუქმნა. რომ გადავხედოთ მორაგბეების ინდივიდუალურ სტატიკას, ამ მხრივ განსაკუთრებით კარგი შედეგი სამ "ბორჯღალოსანს" აქვს ნაჩვენები: გიორგი კვესელაძეს, მერაბ შარიქაძეს და თორნიკე ჯალაღონიას.

კვესელაძემ ულამაზესი ლელოს გატანის გარდა, 3-ჯერ წაიღო ბურთი და 59 მეტრი გაიარა და 17 ზუსტი ბოჭვა შეასრულა. შარიქაძე 22 ზუსტი ბოჭვით გამოირჩა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელია. გარდა ამისა, კაპიტანმა 7-ჯერ შეუტია, 29 მეტრი მოიგო და 2 ღლეტვა განახორციელა. თორნიკე ჯალაღონიამ, რომელმაც დღეს პირველად ითამაშა სასტარტოში, 20 ზუსტი ბოჭვა შეასრულა და 2-ჯერ შედეგიანად ჩავიდა ბურთზე. 

იხილეთ "ბორჯღალოსნების" ინდივიდუალური სტატისტიკა.

ტერმინების განმარტება: MP - ნათამაშები წუთი, T - ლელო, TA - სალელოვე გადაცემა, C - გარდასახვა, P - გატანილი ჯარიმა, DG - არეკნი,  M - გავლილი მეტრები, CA - წაღებული ბურთი, PK (%) - ბურთის მოშორება, MK - დარტყმული მეტრები, BH (%) - ხელით ნათამაშები ბურთი, PM - პასები, O - ოფლოუდები, BTS - მბოჭავზე გასხლტომა , Kon - წინ თამაში, TM -  გაკეთებული ბოჭვები, MT - გაფუჭებული ბოჭვები, TS (%) - წარმატებული ბოჭვები (%), DT (%) - დომინანტი ბოჭვები (%), TW - ღლეტვა, TC - ბურთის დაკარგვა, HE - ხელით თამაშისას შეცდომა, PC - აკიდებული ჯარიმა, OPC - თამაშგარის გამო მიღებული ჯარიმა, SPC - შერკინებაში ჯარიმა, LW - მოგებული დერეფანი, LS - დერეფნის ჩაჭრა, YC - ყვითელი ბარათი, RC - წითელი ბარათი.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)