ბექა გორგაძე თავს უკეთ გრძნობს, ზუსტი დიაგნოზი კი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი

ბექა გორგაძე თავს უკეთ გრძნობს, ზუსტი დიაგნოზი კი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი

© Georgian Rugby

შემოდგომის ერთა თასის მესამე ტურში ირლანდიის ნაკრები "ავივა სთედიუმზე" საქართველოს ნაკრებს დაუხვდა და ბრძოლაში 23:10 იმარჯვა.

მატჩის 63-ე წუთზე დაშავდა საქართველოს ნაკრების რვა ნომერი ბექა გორგაძე, რის გამოც თამაში რამდენიმე წუთის განმავლობაში შეჩერებული იყო, ხოლო შემდეგ ბექა მოედნიდან სპეციალური მანქანის საშუალებით გაიყვანეს.

საბედნიეროდ, ბექა თავს უკეთ გრძნობს, ხოლო ზუსტი დიაგნოზის შესახებ, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

"მეგობრებო, ვიდრე მატჩის მიმოხილვას და კომენტარებს შემოგთავაზებთ, გეტყვით, რომ ბექა გორგაძე თავს უკეთ გრძნობს და ტკივილი არ აწუხებს. მისი მდგომარეობის შესახებ კი, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, მას შემდეგ რაც სამედიცინო შტაბი დადებს დასკვნას", - წერს საქართველოს რაგბის კავშირის ფეისბუქ გვერდი.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)