სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ავსტრალიაში მიმდინარე რაგბი ჩემპიონშიპის მეხუთე მატჩში ახალი ზელანდიის ნაკრები ნიუკასლში არგენტინას დაუხვდა და ორი კვირის წინ განცდილი მარცხისთვის, სრულფასოვანი რევანში აიღო. "ოლ ბლექსმა" მეტოქეს ხუთი უპასუხო ლელო დაუდო და 38:0 გაანადგურა.
დუბლი გაიფორმა შეცვლაზე შემოსულმა ვილ ჯორდანმა, ხოლო თითო ლელო დეინ კოულსმა, არდი სავეამ და პატრიკ ტუიპულოტუმ მიითვალეს. ხუთივე გარდასახვა და ერთი ჯარიმა რიჩი მო'უნგამ შეასრულა ზუსტად.
"ოლ ბლექსმა" 11 ქულა დააგროვა და ორი მარცხის მიუხედავად, საჩემპიონო ტიტული გაიფორმა, რადგან ავსტრალიას და არგენტინას ექვს-ექვსი ქულა აქვთ და ბოლო მატჩში ბონუსითაც რომ მოიგონ, მოწინააღმდეგეებს გატანილ-გაშვებული ქულებითაც და ურთიერთშეხვედრების ბალანსითაც ბევრად ჯობნიან.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.