მერაბ შარიქაძე: "დამატებითმა ერთმა დღემ წინ წაგვიგდო საქმე და ალბათ საუკეთესოდ ვართ მომზადებულნი"

მერაბ შარიქაძე: "დამატებითმა ერთმა დღემ წინ წაგვიგდო საქმე და ალბათ საუკეთესოდ ვართ მომზადებულნი"

ფოტო: Hyw Evans Agency

კვირას ირლანდიასთან გასამართ პატჩთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ პრესკონფერენცია გამართეს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმამერაბ შარიქაძემ. 

მერაბ შარიქაძემ საქართველოს ნაკრების მიერ ჩატარებულ კვირაზე, ბორჯღალოსანთა დებიუტანტებზე და მომავალ მეტოქეზე ისაუბრა: 

"ვფიქრობ, რომ მომზადებისთვის დამატებითმა ერთმა დღემ წინ წაგვიგდო საქმე და ალბათ საუკეთესოდ ვართ მომზადებულნი ამ თამაშისთვის. ჩვენი უმთავრესი მისიაა კარგად ჩატარებული კვირა ჩვენს ხვალინდელ თამაშზე აისახოს, რადგან შეიძლება ვარჯიშები ძალიან კარგად ჩაატარო და თამაშზე ამის გადატანა ვერ შეძლო. 

ვფიქრობ საქართველოს ნაკრების დებიუტანტები ხვალ სათამაშოდ ფსიქოლოგიურად მზად არიან, ორივე ძალიან კარგი და პერსპექტიული ბიჭია, არიან კარგ ფორმაში, იციან თავიანთი საქმე და ძალიან გვეიმედება მათი. 

2014 წელს ირლანდიასთან გამართული თამაში მაინც და მაინც სასიამოვნოდ გასახსენებელი არ არის, რადგან დიდი ანგარიშით დავმარცხდით. ირლანდია ძალიან დისციპლინირებული და გამართული გუნდია, ისინი დიდხანს ინახავენ ბურთს, ყველაფერს მაღალი ხარისხით ასრულებენ და ხვალაც ამას მოველით მეტოქისგან" - განაცხადა მერაბ შარიქაძემ.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)