ლევან მაისაშვილი: "კარგად ვართ მომზადებულები და ძალიან იმედიანად ვარ"

ლევან მაისაშვილი: "კარგად ვართ მომზადებულები და ძალიან იმედიანად ვარ"

შემოდგომის ერთა თასის მესამე ტურში ირლანდიის ნაკრები "ავივა სთედიუმზე" საქართველოს უმასპინძლებს.

შეხვედრამდე ერთი დღის ადრე, პრესკონფერენცია გამართეს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ. "ბორჯღალოსნების" დამრიგებელი თვლის, რომ მისი გუნდი კარგადაა მომზადებული და ოპტიმისტურადაა განწყობილი.

"დუბლინში გუშინ ჩამოვედით. ეს იყო ირლანდიასთან მოსამზადებელი კვირა, რომელშიც გვქონდა ერთი დღით მეტი გვქონდა დასვენება, განსხვავებით წინა კვირებთან და ეს გამოვიყენეთ კარგად. სამშაბათს დაბალი ინტენსიობით ვივარჯიშეთ, ხოლო ოთხშაბათი და ხუთშაბათი მაქსიმალურად გამოვიყენეთ, რომ შეტევაში უფრო დაგვეხვეწა ჩვენი თამაში. ბოლო ვარჯიში კარგი გამოგვივიდა და იმედის საფუძველს იძლევა, რომ ირლანდიასთან მატჩში უკეთ შევუტევთ. 

გავაკეთეთ ცვლილებები და ამ ფორმით ვივარჯიშეთ. შეტევა, დაცვა, რაც გასამეორებელი გვქონდა ყველაფერი გავიმეორეთ და ამ თამაშისთვის კარგად ვართ მომზადებულები.

ხვალი არის კარგი ამინდი ნავარაუდები, ისევე როგორც მთელი კვირა იყო კარგი ამინდი და პირველად მოგვეცემა იმის საშუალება, რომ მშრალ ამინდში ვითამაშოთ. ამას ორი მხარე აქვს, შესაძლებლობა მეტად გვექნება, რომ უკეთ შევუტიოთ, უკეთ ვაკონტროლოთ ჩვენი ბურთი და ტექნიკური წუნი იმედი მაქვს ნაკლები გვექნება, თუმცა ეს შესაძლებლობა მოწინააღმდეგესაც უფრო მეტ შეტევის საშუალებას უჩენს და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ, დაცვისთვის.

სიმართლე გითხრათ, ხვალინდელ თამაშში რას გააკეთებს მეტოქე ნაკლებად მაფიქრებს, ყველაზე მეტად ის მაფიქრებს, თუ ჩვენ რამდენად შევძლებთ შეტევაში, რომ ქულები ავიღოთ და წინ წავიდეთ. ყველანაირად შევეცდებით, რომ თამაში ვმართოთ და იმათ ნახევარზე გადავიტანოთ ფეხით თამაში, მეტოქის ათმეტრიანთან, სადაც გვექნება იმის საშუალება, რომ ხელით ვითამაშოთ, ყველგან ვითამაშებთ. ეს არის მონახაზი, შეტევაში უკეთ ვართ მომზადებულები ანუ ვარჯიშზე უფრო მეტ თავდაჯერებულობას ვგრძობ გუნდისგან, საკუთარ თავშიც, სისტემის მიმართ ნდობაშიც. ეს არის მთელი ჩვენი მოცემულობა, რომ ეს ყველაფერი თამაშზე გადავიტანოთ, ამისთვის ამინდი მართლაც კარგი იქნება, მაგრამ ამინდის გარდა ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი სტატიკური ფაზების მოგება, იმათი სტატიკური ფაზებისთვის ხელის შეშლა. ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია და კომპლექტშია, თუ როგორ მოვახერხებთ ამას, ეს ხვალ გამოჩნდება. 

ჩვენთვის კარგია, რომ ირლანდიელებმა ძლიერი შემადგენლობა დააყენეს. განახორციელეს რამდენიმე ცვლილება, მაგრამ ფაქტობრივად ეს არის გუნდი, რომელიც მაქსიმალურად ძლიერი შემადგენლობით გამოდის იმისთვის, რომ ქულები აიღოს. არმგონია, რომ აქ წნეხი ჩვენზე იყოს, თუ კი ჩვენ შევძლებთ მათთვის რეალური წინააღმდეგობის დაპირისპირებას, გაცილებით მეტი წნეხი შეიძლება მათ შეექმნათ. კიდევ ვიმეორებ, რომ ეს არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ შევძლებთ ამ კვირაში ნავარჯიშების მოედანზე გადატანას. ძალიან იმედიანად ვარ, ვნახოთ", -
განაცხადა ლევან მაისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ზემოხსენებული მატჩი კვირას 18 საათზე დაიწყება.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)