ლევან მაისაშვილი: "სავარაუდოდ, ფიჯისთან თამაში ჩატარდება"

ლევან მაისაშვილი: "სავარაუდოდ, ფიჯისთან თამაში ჩატარდება"

შემოდგომის ერთა თასის მესამე ტურში ირლანდიასთან გასამართ მატჩთან დაკავშირებით დღეს პრესკონფერენცია გამართეს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და გუნდის კაპიტანმა, სადაც ლევან მაისაშვილი ერთი კვირის შემდეგ ფიჯისთან გასამართი მატჩის ჩატარების საკითხსაც შეეხო. როგორც იცით, კორონავირუსის შემთხვევების გამო ფიჯელებმა სამი მატჩი გამოტოვეს და ტურნირის ბოლო შეხვედრაში საქართველოსთან თამაშიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. 

"ფიჯისთან თამაშთან დაკავშირებით რამდენიმეჯერ დავსვით შეკითხვა და შემოდგომის ერთა თასის ორგანიზატორები არ ადასტურებენ არც თანხმობას და არც უარყოფას, თუმცა უფრო მეტი ალბათობაა, რომ თამაში ჩატარდება. 

გვქონდა პირადი კონტაქტები მთავარ მწვრთნელთან და ფიჯელ მორაგბეებთან, ისინი განწყობილნი არიან, რომ ითამაშებენ ბოლო თამაშს. სავარაუდო არის, რომ ეს თამაში შედგება. მათმა გუნდმა ვარჯიში უკვე დაიწყო და დღეის მონაცემებით უფრო მეტი ინფორმაცია გვაქვს თამაში ჩატარდებასთან დაკავშირებით, ვიდრე არ ჩატარებასთან" -
განაცხადა მაისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ზემოხსენებული მატჩი კვირას 18 საათზე დაიწყება.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)